“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე არ ყოფილა მხოლოდ სიტყვით მოხსენება, ეს იყო იმედიანი გზავნილი ჩვენი ოსი ძმების მისამართით, რომ ერთმანეთთან დაშვებულ შეცდომებს ორივე, ქართულიცა და ოსური მხარეც, ვაღიარებთ, ერთმანეთს ბოდიშს მოვუხდით და ურთიერთობის ახალ ფურცელს გადავშლით“, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს 2008 წელსაც და დღესაც გარე ძალები წარმოადგენენ, თუმცა განსხვავება ისაა, რომ 2008 წელს, ანტისახელმწიფოებრივად მოქმედმა ხელისუფლებამ ომის დავალება შეასრულა მაშინ, როცა დღეს, მოქმედმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ომზე უარი თქვა და დღემდე დიდ საერთაშორისო შანტაჟს უძლებს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, არ ყოფილა მხოლოდ სიტყვით მოხსენება, ეს იყო იმედიანი გზავნილი ჩვენი ოსი ძმების მისამართით, რომ ერთმანეთთან დაშვებულ შეცდომებს ორივე, ქართულიცა და ოსური მხარეც ვაღიარებთ, ერთმანეთს ბოდიშს მოვუხდით და ურთიერთობის ახალ ფურცელს გადავშლით.
2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. დადასტურებულად ამის თქმის საფუძველს 2008 წლის ომის გაანალიზების გარდა, დღეს, 2024 წელს, გარედან დაძალებული ომის საფრთხის დიდი რისკი გვაძლევს.
ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთები მაშინაც და დღესაც გარე ძალები იყვნენ, უბრალოდ 2008 წელს მოქმედმა ხელისუფლებამ, როგორც ანტისახელმწიფოებრივად მოქმედმა ძალამ, ომის დავალება ხუთიანზე შეასრულა, მაშინ, როცა დღეს, მოქმედმა სახელისუფლებო ძალამ, “ქართულმა ოცნებამ”, ომზე უარი თქვა და ის დღემდე დიდ საერთაშორისო შანტაჟს უძლებს.
ომის დავალება, ომის დაძალება დღესაც დღის წესრიგშია.
პრინციპულად მოქმედ სახელისუფლებო გუნდს “დაუძინებელი მეგობრები” ვერაფერს უხერხებენ, სწორედ ამიტომ მორიგ შურისძიებად უნდა აღვიქვათ მუქარა, რომ “მეგობრები” არჩევნების შედეგს არ გვიცნობენ და ქუჩის რევოლუციურ პროცესებს დიდი ფულითა და პოლიტიკური მოტივაციით მხარს დაუჭერენ.
ჩვენ, ჩვენი არჩევანით, ყველა ერთად უნდა დავდგეთ “ქართული ოცნების” გვერდით და შევქმნათ პოლიტიკურად მყარი წინაპირობა იმისათვის, რომ დავათბოთ ომითა და სისხლით გაციებული ურთიერთობები!
მე მჯერა, სწორი, პრაგმატული, მიმტევებლური პოლიტიკით ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს!
ამ პროცესს პარალელურად სჭირდება სამართლიანობის იმედი, განცდა, რომ ომი ძმობით ჩანაცვლდება და ჩვენ ერთმანეთთან აქამდე წაგებულ ომსაც მოვიგებთ.
როგორ უნდა მოხდეს ეს?
მხოლოდ პოლიტიკური ნებით, ძმობის ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს და ჩვენ ჩვენი წილი ისტორიული პასუხისმგებლობა ავიღოთ 2008 წლის ომზე.
“ქართული ოცნება” გამარჯვებისთანავე დაიწყებს 2008 წლის ომის გამოძიებას, დაიწყება გასამართლების პროცესი ყველა იმ ადამიანისა, რომელმაც 2008 წლის ომის დავალება გარედან მიიღო და ოკუპანტ რუსეთს გზა გაუხსნა – ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედა.
პოლიტიკური გასამართლების მოახლოების შიშს გრძნობს “ნაციონალური მოძრაობა” და ცდილობს საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლის ტექსტი შერიგებასა და ომის პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე შინაარსშეცვლილად, 2008 წლის ომში ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებაზე მიაწოდოს.
“ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ ბაბლს აჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი საჯარო გამოსვლის შინაარსით რუსებს მოუხადა ბოდიში და ანწუხელიძე და ჩვენი გმირი ბიჭები არაფრად ჩააგდო.
სინამდვილეში, დიახ, ანწუხელიძის და ჩვენი გმირების სულის უკვდავსაყოფად, ისტორიული სამართლიანობისათვის “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას ფიქრობს!
“ნაციონალურ მოძრაობას” ხომ თავად აქვს აღიარებული ომის დაწყება, როდესაც მოღალატეობრივ რეზოლუციას ხელი მოაწერა და თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
შემდეგ ეს აღიარება ტალიავინის დასკვნაში გაიმეორეს მასზე დათანხმებით და ანწუხელიძისა და გმირი ბიჭების სული უბრალოდ არაფრად ჩააგდეს.
მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომი ომამდე გაყიდა და ამას ფაქტობრივად დაადასტურებს “ქართული ოცნება” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
“ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებამდე ცოტა დრო რჩება, მანამდე კი მთავარია, რომ არჩევნებს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და ჩვენი წილი საქართველო ჩვენი ერთი ხმით, როგორც ბრძოლის ველზე იარაღასხმულებმა, სამართლიანობის აღდგენის განწყობით დავაფიქსიროთ.
გამარჯვება ჩვენია! ამ გამარჯვების შემდეგ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაკარგული ძმები და დები დავიბრუნოთ!
“ნაციონალური მოძრაობის” გასამართლება იქნება ეროვნული ღირსების აქტი რომელიც ისტორიაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს
დააჩქარებს და გვიბიძგებს, ჩვენი უახლესი ისტორიის ფარგლებში ბევრი რამ გადავაფასოთ და სხვაგვარად გავიაზროთ”, – წერს მეგრელიშვილი.