fbpx

თამთა მეგრელიშვილი: ომის პარტია, ქრონიკულად დამარცხებულის როლშია, დასაკარგი არაფერი აქვთ და ქვეყნის ამოტრიალების გეგმას გეგმაზე წერენ

თამთა მეგრელიშვილი: ომის პარტია, ქრონიკულად დამარცხებულის როლშია, დასაკარგი არაფერი აქვთ და ქვეყნის ამოტრიალების გეგმას გეგმაზე წერენ. ამ გეგმებში, ირმა ინაშვილის ვიზიტიც მიშას ერთ -ერთი დავალება იყო ბადრი ჯაფარიძის გავლით ,,როგორ დაიგეგმა – მიხეილ სააკაშვილისაგან პოლიტიკურად დავერბოვკებული ბადრი ჯაფარიძე რომელიც კენჭს იყრიდა რუსთავში და “ნაციონალური მოძრაობის” “პაძერშკა” ჭირდებოდა დათანხმდა ნაც პარტიის მორიგ, მაგრამ ამჯერად პირდაპირ რუსულ პოლიტიკურ დავალებას მისულიყო ირმა ინაშვილთან და მისთვის რუსეთში პოლიტიკური “თამაშის” დაწყება დაევალებინა.’’ ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პარტია ,,პატრიოტთა ალიანსის’’ ვიზიტს მოსკოვში. როგორც მეგრელიშვილი წერს, მიზანი მარტივი იყო, ეს ვიზიტი (წარმატებულიცა თუ წარუმატებელიც) “ქართულ ოცნებას” უნდა დაბრალებოდა. ,,რუსეთ-უკრაინის ომი “ქართული ოცნებისათვის” ერთგვარი პოლიტიკური გამოცდა აღმოჩნდა, რომელიც მან სიფრთხილის პოლიტიკით ჩააბარა და მიიღო მშვიდობა. მშვიდობა რომელსაც, ქვეყნის შიგნით ომის პარტიის განუწყვეტელი თავდასხმით კიდევ უფრო დიდი დაცვა სჭირდება. ომის პარტია, ” ნაციონალური მოძრაობა” უკვე ქრონიკულად პოლიტიკურად დამარცხებულის როლშია, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და ქვეყნის ამოტრიალების გეგმას გეგმაზე წერენ. ამ გეგმებში ირმა ინაშვილის ვიზიტი მოსკოვში, ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ მიშას ერთ -ერთი დავალება იყო ბადრი ჯაფარიძის გავლით. გავხსნათ ფრჩხილები და ერთად ვნახოთ რა როგორ დაიგეგმა – მიხეილ სააკაშვილისაგან პოლიტიკურად დავერბოვკებული ბადრი ჯაფარიძე რომელიც კენჭს იყრიდა რუსთავში და “ნაციონალური მოძრაობის” “პაძერშკა” ჭირდებოდა დათანხმდა ნაც პარტიის მორიგ, მაგრამ ამჯერად პირდაპირ რუსულ პოლიტიკურ დავალებას მისულიყო ირმა ინაშვილთან და მისთვის რუსეთში პოლიტიკური “თამაშის” დაწყება დაევალებინა. მიზანი მარტივი იყო, ეს ვიზიტი (წარმატებულიცა თუ წარუმატებელიც) “ქართულ ოცნებას” უნდა დაბრალებოდა. დავალება რუსეთში ვიზიტის მიუხედავად ვერ შესრულდა და ვერც შესრულდებოდა, მაგრამ ნაც პარტიის მიერ გეგმა ჭ – ზე ინფორმაცია მაინც მინდოდა რომ გქონოდათ და აქ ეს მაინც იდოს.’’ წერს მეგრელიშვილი facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია