fbpx

თამთა მეგრელიშვილი: მოსამართლეები, რომლებმაც მხარი “ვეტინგის” სისტემას დაუჭირეს, მართლა მომხრენი არიან მათი კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ვინმე „დაქირავებულმა” უცნობმა შეამოწმოს, თუ რომაული არდადეგების მძაფრ სურვილს მიჰყვნენ?!

„დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) „მოსამართლეთა დევნის“ (Judicial purges) ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც სასამართლოს სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერ გაძევებას იკვლევს (როგორც წესი, პოლიტიკური მოტივით). ამ მანკიერებისგან თავისუფლებით 2012 წელს საქართველო რეიტინგში 108-ე ადგილზე იყო, სარეიტინგო პოზიცია საქართველოს 11 წელიწადში 62 ადგილით აქვს გაუმჯობესებული,” – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, “ვეტინგის” აუცილებლობაზე მიზანმიმართული პროპაგანდა მხოლოდ პოლიტიკური დავალების ნაწილია და მისი საჭიროება არ არსებობს. შესაბამისად, მეგრელიშვილის განცხადებით, ეს არის მორიგი სვლა მათთვის ვინც საქართველოში ომს, ხელისუფლების დამხობას და მმართველობის სადავეების ხელში აღებას ვერ მიაღწია.

“დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) „მოსამართლეთა დევნის“ (Judicial purges) ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც სასამართლოს სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერ გაძევებას იკვლევს (როგორც წესი, პოლიტიკური მოტივით). ამ მანკიერებისგან თავისუფლებით
2012 წელს საქართველო რეიტინგში 108-ე ადგილზე იყო, სარეიტინგო პოზიცია საქართველოს 11 წელიწადში 62 ადგილით აქვს გაუმჯობესებული და დღეს ის მსოფლიოში 46-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე მოხვდა, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში ლიდერობს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
“ვეტინგის” აუცილებლობაზე მიზანმიმართული პროპაგანდა მხოლოდ პოლიტიკური დავალების ნაწილია და ის საჭიროებიდან არ გამომდინარეობს.
ეს არის მორიგი სვლა მათთვის ვინც აქ, საქართველოში ვერ მიაღწიეს ომს, ხელისუფლების დამხობას და მმართველობის სადავეების ხელში აღებას.
ეს არის სასამართლო სისტემაზე პირდაპირი იერიში, რათა მართლმსაჯულების ციხე შიგნიდან გატყდეს.
მინაწერი: ქრონიკის“ წყაროს ინფორმაცია დადასტურდა: ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა ვეტინგის მომხრე სამი მოსამართლე იტალიაში წაიყვანა.
რთული გამოსაცნობი არაა, ეს მოსამართლეები, რომლებმაც მხარი ვეტინგის სისტემას დაუჭირეს, მართლა მომხრენი არიან მათი კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ვინმე “დაქირავებულმა” უცნობმა შეამოწმოს თუ რომაული არდადეგების მძაფრ სურვილს მიჰყვნენ.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება