fbpx

თამთა მეგრელიშვილი კასიანოვის განცხადებაზე: ასე მონდომებით თესავდე საზოგადოებაში პოლიტიკურ ნიჰილიზმს და ახორციელებდე მტრის ხატის სინდრომის გავრცელებას ალბათ დაკვეთილი და უკვე გადახდილი, პოლიტიკური დავალებაა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მაინც, რას ემსახურება ეს რიტორიკა?! ალბათ იმ მშვიდობის გადაფარვას რომელიც ქართულ სახელმწიფოს კბილებით უჭირავს. „პოლიტიკურ ფიგურათა ამგვარი პოლიტიკურ – ინტელექტუალური რეგრესი მხოლოდ მიმდინარე ომს ვერ დაბრალდება, ეს პოლიტიკური აზროვნების ავტორიტარული სტილი რომელსაც უკრაინელი ლიდერები საქართველოს მიმართ გაჟღერებული საკითხების მიმართ იჩენენ უბრალოდ სცდება დიპლომატიის ყველა დანაწესსა და კანონს. ასე მონდომებით თესავდე საზოგადოებაში პოლიტიკურ ნიჰილიზმს, და ახორციელებდე საყოველთაო აგრესიული ტონალობისა და მტრის ხატის სინდრომის გავრცელებას ალბათ დაკვეთილი და უკვე გადახდილი, პოლიტიკური დავალებაა. მინაწერი: ცნობისთვის საზღვრები წლებია ღიაა, დღესაც შემოდიან რუსეთის მოქალაქეები სახმელეთო საზღვრით და საჰაეროთიც – (გადაჯდომით მესამე ქვეყნებიდან) და მაშინ გაცხადებული ლოგიკით საფუძველი უკვე ჰქონიათ. და მაინც, რას ემსახურება ეს რიტორიკა?! ალბათ იმ მშვიდობის გადაფარვას რომელიც ქართულ სახელმწიფოს კბილებით უჭირავს!“- წერს მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება