fbpx

თამთა მეგრელიშვილი – ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა, გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო – საქართველო საიმედო პარტნიორია, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება

ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა. ევროკავშირის გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო – საქართველო საიმედო პარტნიორია! საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, 12 პუნქტიან მოთხოვნებზე აუცილებელია ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის ერთობლივი მუშაობა, დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ იქნება პერსონიფიცირებული – ვერ მოერგება კონკრეტულ სახელსა და გვარს – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
რაც შეეხება „პოლიტპატიმარ სააკაშვილს და მედიამენეჯერს“, რაზეც ოლივერ ვარჰეის პასუხი იყო – რატომ გგონიათ რომ ამდენი ვიცი?!, როგორც თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, დასკვნა მარტივია – საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს – კანონდამრღვევი კანონდამრღვევია.
„ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერმინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა.
ევროკავშირის გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო კერძოდ:
საქართველო საიმედო პარტნიორია!
საქართველოს ეკონომიკა ვითარდება!
12 პუნქტიან მოთხოვნებზე აუცილებელია ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის ერთობლივი მუშაობა!
დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ იქნება პერსონიფიცირებული ( ვერ მოერგება კონკრეტულ სახელსა და გვარს)
პოლიტპატიმარი სააკაშვილი და მედიამენეჯერი…(მთავარი არხის მიერ დასმული კითხვა)
პასუხი – რატომ გგონიათ რომ ამდენი ვიცი?!
მარტივი დასკვნა – საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს- კანონდამრღვევი კანონდამრღვევია! არანაირი პოლიტპატიმარი პრეზიდენტი და პოლიტპატიმარი მედიამენეჯერი! წერტილი“ – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება