fbpx

თამთა მეგრელიშვილი დონალდ ტუსკს: ამ კაცს ეგ მანტია არ ერგება და ვერც ჩაეტევა რადგან მან, მის მიერ შექმნილი მაწამებელი სისტემით

თამთა მეგრელიშვილი დონალდ ტუსკს: ამ კაცს ეგ მანტია არ ერგება და ვერც ჩაეტევა რადგან მან, მის მიერ შექმნილი მაწამებელი სისტემით უამრავი პატიმარი გააუპატიურა – ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე დონალდ ტუსკმა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა.მიმართვა ნამდვილად გულს აგიჩუყებდათ, რომ არ გცოდნოდა ვინ დაწერა, რა კაცმა დაწერა.ნუთუ დღეს ეს არის ევროპა?!ევროპა, რომელიც კანონით დამნაშავეს გმირის მანტიას არგებს?!- წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, კიდევ ბევრია, დასამტკიცებელიც დამტკიცდება. მანამდე კი სამარცხვინოა ევროპის სახელს ამოფარებული მოსყიდული ფიგურების მიერ მიხეილ სააკაშვილის ხსენებაზე ხელოვნური, დაკვეთილი სენტიმენტები. „ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე დონალდ ტუსკმა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა. მიმართვა ნამდვილად გულს აგიჩუყებდათ, რომ არ გცოდნოდა ვინ დაწერა, რა კაცმა დაწერა. ნუთუ დღეს ეს არის ევროპა?! ევროპა, რომელიც კანონით დამნაშავეს გმირის მანტიას არგებს?! არა მეგობრებო, ამ კაცს ეგ მანტია არ ერგება და ვერც ჩაეტევა რადგან მან, მის მიერ შექმნილი მაწამებელი სისტემით უამრავი პატიმარი გააუპატიურა, მშობელი შვილის საფლავზე დააკლა (ააფეთქა) ახალგაზრდა ბიჭები ქუჩაში ჩახოცა, მისი მაწამებელი, გამაუპატიურებელი პოლიტიკური დირექტივით ნახევარ საქართველოს ნამუსი ახადა და ამ ყოველივეს გასაპროტესტებლად გამოსულ დედებს შავები ჩააცვა. სანდრო გირგვლიანი მისი სისტემას შეწირული ბიჭებიდან ერთ ერთია! მან სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა – მსჯავრდებულია! პარლამენტის იმჟამინდელი წევრი – ვალერი გელაშვილი პირადი შურისძიების მოტივით თითქმის სასიკვდილოდ აცემინა, დიახ, მან როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, ძალადობით და იარაღის გამოყენებით, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მანვე, ჩაიდინა, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც პირის სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია- მსჯავრდებულია! კიდევ ბევრია, დასამტკიცებელიც დამტკიცდება. მანამდე კი სამარცხვინოა ევროპის სახელს ამოფარებული მოსყიდული ფიგურების მიერ მიხეილ სააკაშვილის ხსენებაზე ხელოვნური, დაკვეთილი სენტიმენტები. ასეთი ევროპა წინ ვერ წავა, ვერა!“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება