fbpx

თამთა მეგრელიშვილი დასავლელ პარტნიორებზე: ჭკუის დამრიგებლები ოპოზიციურ პარტიებთან კონსენსუსის შესანიშნავ მაგალითებს გვაძლევენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს დასავლელი „მეგობრების“ მხრიდან ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობის მაგალითებზე სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლების ჭკუისდამრიგებლები მას ოპოზიციურ პარტიებთან კონსენსუსის საუკეთესო მაგალითებს სთავაზობენ. „ჭკუისდამრიგებლები თან ოპოზიციურ პარტიებთან კონსენსუსის შესანიშნავ მაგალითებს გვაძლევენ: გერმანიაში უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას, რომელიც რეიტინგით ყველა ცალკე აღებულ პარტიას უსწრებს, კონტრდაზვერვა ოფიციალურად აკონტროლებს, რადგან მმართველმა კოალიციამ მათ ჯაშუშობა დააბრალა, საფრანგეთში ოპოზიციის ლიდერს წლებია სასამართლოებში დაატარებენ და ახლა ცდილობენ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ, იმისათვის, რომ მისმა პარტიამ გამანადგურებელი უპირატესობით დაამარცხა მაკრონის პარტია,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება