fbpx

თამთა მეგრელიშვილი: გამიზნული რყევები ძალიან რთულია სახელმწიფოსათვის და ლოგიკურია როდესაც ქვეყანაში მაღალი ემოციური ფონია, ასეთ დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება მყისიერად ხდება – სებ-ის ჩარევის შედეგად ლარის კურსმა გამყარება დაიწყო

„ნუ მიეცემით უსაგნო პანიკას, სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია, დესტაბილიზაცია გამორიცხულია და ყველაფერი ძალიან მალე მწყობრში ჩადგება,“ – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, გამიზნული რყევები რთულია სახელმწიფოსათვის. ლოგიკურია როდესაც ქვეყანაში მაღალი ემოციური ფონია, ასეთ დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება მყისიერად ხდება.

მანვე აღნიშნა, რომ სებ-ის სწორი ჩარევის შედეგად ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და ეს ბლუმბერგის პლატფორმაზეც კარგად ჩანს.

„ბოლო წლებში ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“ უკვე ჰქონდათ რევოლუციის სამი წარუმატებელი მცდელობა.
2020 წელს როცა რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა რევოლუციის მოწყობა, რაც ჩაუვარდათ;
2021 წელს ბარიკადებზე ჟურნალისტები ავიდნენ, მაგრამ მათი მცდელობაც ჩაფლავდა;
2022 წელს რევოლუციურ პროცესს ენჯეოები ჩაუდგნენ სათავეში, მაგრამ ხალხი არც მათ გაჰყვა;
ამჟამად, 2024 წელს უკვე დონორები გამოვიდნენ ასპარეზზე და დღეს თვალს ვადევნებთ მათ მცდელობას, მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება.
ასეთი გამიზნული რყევები ძალიან რთულია სახელმწიფოსათვის და ლოგიკურია როდესაც ქვეყანაში მაღალი ემოციური ფონია ასეთ დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება მყისიერად ხდება.
ქვეყანაში გარკვეული დაძაბული ფონია თითქმის ერთი თვეა და ლარმა მაინც მოახერხა გარკვეული პერიოდი კურსის შენარჩუნება და მხოლოდ ბოლო დღეებში დაიწყო დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურება. მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ბაზარზე დღეს ვითარების დასტაბილურება შეინიშნება, სებ-ის მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგებს ლოგიკურია გარკვეული დრო დაჭირდება.
როგორც ცნობილია სებ-მა ბაზრისთვის ლიკვიდურობის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო და სავალუტო აუქციონზე 60 000 000 აშშ დოლარი გამოიტანა და გაყიდა. სებ-ის სწორის ჩარევის შედეგად ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და ეს ბლუმბერგის პლატფორმაზეც კარგად ჩანს.
მაკროეკონომიკური პარამეტრები ცხადყოფს, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით არ არის გამოწვეული და წარმოადგენს მოკლევადიან პროცესს.
სებ-ში ადასტურებენ, რომ ფინანსური სისტემის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდურობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა.
მინაწერი: ნუ მიეცემით უსაგნო პანიკას, სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია, დესტაბილიზაცია გამორიცხულია და ყველაფერი ძალიან მალე მწყობრში ჩადგება,“ – წერს მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება