fbpx

თამთა მეგრელიშვილი ბექა ბასილაიას- საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია

თამთა მეგრელიშვილი ბექა ბასილაიას – სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია იურისტი კაცი ხარ, საკმაოდ ამბიციურიც და არ მესმის რატომ სწირავ შენ საქმიანობასა და სახელს პოლიტიკურად მკვდარ კანონდამრღვევ სააკაშვილს?! – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პატიმარ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ იმის გამო, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა “. მისი თქმით, სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია. „კოლეგავ, საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაული არ არის?! მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ექსპრეზიდენტის საქმის განხილვის დაწყებამდე განაცხადა – „მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ იმის გამო, რომ დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში“. კოლეგავ, სამართალს “სენტიმენტები” არ აინტერესებს, ის დაცლილია ემოციისაგან. სამართალმა იცის – დაშვებულია ან დაუშვებელია შესაბამისად, კანონიერია ან უკანონოა. ემოციების მიღმა სინამდვილე ასეთია: უკრაინისა და საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიხეილ სააკაშვილმა გადმოკვეთა ორი სახელმწიფოს საზღვარი. უკრაინაში საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ფაქტზე მის მიმართ აღიძრა საქმე, მოხსნეს სასაზღვრო სამსახურის სამხრეთ რეგიონული სამმართველოს რამდენიმე თანამდებობის პირი და ასევე ოდესის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ხელმძღვანელი. მიუხედავად იმისა რომ მიხეილ სააკაშვილი, ეს უსამშობლო კაცი საქართველოში “კარგად დაგეგმილი” სქემით არაჟნით სავსე სატვირთოთი დაბრუნდა(გზაში შექმნა ვიდეოჩანაწერიც როგორც ერთგვარი გატაცების ინსცენირება რომლის გამოყენება არ დასცალდა) სააკაშვილის მიერ მოხდა საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა და მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია. სამართლებრივ ენაზე მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა ორი სახელმწიფოს საზღვრის უკანონო კვეთა. უკრაინაში ამ საკითხზე მის მიმართ აღძრულია საქმე. საქართველოშიც მის წინააღმდეგ ეს საქმე მიმდინარე პროცესშია. იურისტი კაცი ხარ, საკმაოდ ამბიციურიც და არ მესმის რატომ სწირავ შენ საქმიანობასა და სახელს პოლიტიკურად მკვდარ კანონდამრღვევ სააკაშვილს?!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.შეყვანა

მიხეილ სააკაშვილი : მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემ თანამზრახველებს ხომ ხედავთ, მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემ თანამზრახველებს, რეალურად არც გამიგია ვინ არის გიორგი ნარიმანიძე ცხოვრებაში, წოწორიებიც ვიცი ტელევიზორიდან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე მინდა ვუთხრა მათ, ჯერ ერთი დიდი მადლობა, იმისთვის, რომ არიან წესიერი, მშრომელი, ქართველი ადამიანები და ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, რომ ჩემ გამო რამდენიმე თვე, ეს ძალიან წესიერი ხალხი, რომელიც უბრალოდ თავისი შრომით ირჩენს, ყოველდღიურ პურს მოიპოვებს, დააკარგვინეს ეს დრო. მე თავიდანვე მოვუწოდე მათ, რომ ყველაფერს, რასაც ეტყოდნენ დაეწერათ, იმიტომ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მე მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემ გამო ადამიანები დაიჩაგრნენ. მე ყველაზე უკანასკნელი რაც მინდოდა, ყოფილიყო ის, მე ჩემ თავზე რასაც ვიღებ ეს მე ვიღებ, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ რაღაცნაირად დაჩაგრული. ნარიმანიძე გიორგი ასევე, აი ხომ ხედავთ, მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემ თანამზრახველებს, რეალურად არც გამიგია ვინ არის გიორგი ნარიმანიძე ცხოვრებაში, წოწორიებიც ვიცი ტელევიზიიდან,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება