fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ძალიან დიდი დაფინანსებები შემოდის და ჩვენ დაფინანსების წყაროს კი არ ვჭრით, მას გამჭვირვალეს ვხდით – რატომ ეშინიათ?

ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთუმეობას გვაბრალებენ, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი კი არა, უფრო მეტად, პოლიტიკური ორგანიზაციებია, – ამის შესახებ გადაცემაში „სტუდია N8“ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, გამჭვირვალე გახდეს, საიდან ფინანსდება სხვადასხვა ორგანიზაცია.

„გამჭვირვალეობა ვალდებულებაა. ეს ვალდებულება ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციასაც აქვს – თუკი ნებისმიერ მოქალაქეს ექნება სურვილი ნახოს ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის ფულადი მიმოქცევები, ამ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, ძალიან მარტივად, ჩემთან დაკავშირების გარეშე შეეძლება საერთო ბაზაში შევიდეს და იხილოს თუ რა თანხები ირიცხება ჩემი ორგანიზაციის სახელზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კანონპროექტი მუშაობაში არავის ზღუდავს – ორგანიზაციები ჩვეულებრივად განაგრძობენ უცხოური დაფინანსების მიღებას. საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, თუ არ ვცდები, წელიწადში უკვე 150 მილიონი ევრო შემდის. რა თქმა უნდა, ეს უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ამ დაფინანსების წყაროს კი არ ვჭრით, უბრალოდ გამჭვირვალეს ვხდით, თუ საიდან და როგორ ფინანსდება ნებისმიერი ორგანიზაცია. ვსვამ კითხვას: რატომ ეშინიათ? ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთუმეობას გვაბრალებენ და ამბობენ, რომ ეს კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი კი არა, უფრო მეტად პოლიტიკური ორგანიზაციებია და ამიტომ ყვირიან“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება