fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველო-ამერიკას შორის დაძაბული ურთიერთობა ბაიდენის პრეზიდენტობით დაიწყო და მისი წასვლით დასრულდება.

ეს წლები ბეწვის ხიდზე ვიარეთ და ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა! „დაბალანსებული პოლიტიკა სჭირდება სამყაროს და ვფიქრობ, სწორედ აქეთკენ მიდის პროცესები,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, დღეს მსოფლიოს დაბალანსებული პოლიტიკა სჭირდება. „საქართველო-ამერიკას შორის დაძაბული ურთიერთობა ბაიდენის პრეზიდენტობით დაიწყო და იმედს გამოვთქვამთ, რომ მისი წასვლით დასრულდება. ეს ორი წელი ბეწვის ხიდზე ვიარეთ, რა ზეწოლა, შანტაჟი, შეურაცხყოფა არ ავიტანეთ… და მაინც, ბიძინა ივანიშვილმა სამშვიდობოს გაგვიყვანა, გადავრჩით! გასული ორი წელი, უკრაინის ომიდან დღემდე, უმძიმეს წლებად დარჩება არა მხოლოდ მსოფლიოს და ქართულ პოლიტიკას, არამედ, თითოეულ ჩვენგანს. ვინც ამ ომთან და სიყალბესთან ბრძოლის ავანგარდში ვიდექით, გვემახსოვრება ახლა უკვე კომიკურ სიტყვებად ქცეული “რუსეთუმე”, “მოღალატე” და ა.შ. იგივე ბულინგის ქვეშ ვართ დღესაც, თუმცა, ოპოზიციის მზე დასავლეთში უკვე ჩაესვენა და საქართველოშიც ყველაფერი დაწყნარდება. არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება ძლიერი სტრატეგიული მეგობარი, არამედ, მსოფლიოს სჭირდება ძლიერი ამერიკა ძალთა დასაბალანსებლად. აღმოსავლეთის ამომავალმა უძლიერესმა სახელმწიფოებმა არ უნდა გახადონ მსოფლიო მომავალში კვლავ ერთპოლუსიანი. დაბალანსებული პოლიტიკა სჭირდება სამყაროს და ვფიქრობ, სწორედ აქეთკენ მიდის პროცესები. უგუნური და მარცხიანი პოლიტიკის შემდეგ გონიერ პოლიტიკას მიეცა ასპარეზი. საქართველომ გადასატანი უკვე გადაიტანა, ტკივილი წარსულში დარჩა. წინ მხოლოდ სიკეთე და კეთილდღეობა გველის,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება