fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველოშიც და ამერიკაშიც ხალხმა ხმა მისცა მშვიდობას. ომის პოლიტიკა დასრულდა

” პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ამერიკელმა ხალხმა ამერიკა გადაარჩინა, ისევე როგორც ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საქართველო.“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ომის დასრულება შვება იქნება მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი უკრაინასა და საქართველოსთვის. თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი ისტორიაში ყველაზე სუსტ პრეზიდენტად ჩაიწერება, რომელმაც ქვეყანას ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მოუტანა. მისი თქმით, მსოფლიო ახალ რეალობაში იწყებს ცხოვრებას. “უკრაინელი ხალხი ალბათ ყველაზე მეტად ელოდა ტრამპის გამარჯვებას. ომის დასრულება შვება იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ორწლიანი ტანჯვა სრულდება არა მარტო უკრაინელი ხალხისთვის, არამედ, ჩვენთვისაც. ომის პოლიტიკამ მარცხი განიცადა იქ, საიდანაც დაიწყო. ჯო ბაიდენი ამერიკის ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სუსტი პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა ეკონომიკური და თითქმის პოლიტიკური კრიზისიც. ამერიკელმა ხალხმა ამერიკა გადაარჩინა, ისევე როგორც ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საქართველო. გადარჩა საუკუნოვანი ღირებულებები, ტრადიციები, რწმენა, რელიგია, ოჯახის ფენომენი და ნამდვილი დემოკრატიული ფასეულობები. ფსევდოლიბერალიზმმა კრახი განიცადა. მსოფლიო ახალ რეალობაში იწყებს ცხოვრებას,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება