fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ თქვა – „აფხაზეთი არის განგრენა საქართველოსთვის”. დღეს კი რეფერენდუმით ამ „განგრენის” მოკვეთა სურს

არ მჯერა იმის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა, რას ამბობდა, როდესაც რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა მის ირგვლივ შემოკრებილ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. არც იმის მჯერა, რომ პრეზიდენტმა ვერ გაიაზრა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა რეფერენდუმის ჩატარებას ქვეყანაში, სადაც ორი რეგიონი ოკუპირებულია,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას ეხმიანება.

როგორც ჩიბურდანიძე Facebook-ზე წერს, რეფერენდუმის ინიციატივას წინ უძღოდა გახარიას პარტიის მიერ გაჟღერებული ბუნდოვანი კითხვა არაღიარების პოლიტიკაზე. ახლა კი, მისი აზრით, გუშინდელი მარცხით გაბოროტებული ოპოზიციისგან და მათი პატრონებისგან მოსალოდნელია ქართველი ხალხის ყველაზე დიდი ოცნების – ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე პოლიტიკური თამაშების დაწყება.

„არ მჯერა იმის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა, რას ამბობდა, როდესაც რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა მის ირგვლივ შემოკრებილ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. არც იმის მჯერა, რომ პრეზიდენტმა ვერ გაიაზრა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა რეფერენდუმის ჩატარებას ქვეყანაში, სადაც ორი რეგიონი ოკუპირებულია. რეფერენდუმს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვერ ჩავატარებთ და გამოდის რომ დანარჩენ საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმით, ჩვენ თავად ვაღიარებთ ამ ორ რეგიონს.

გახარიას პარტიის მიერ გაჟღერებულ ბუნდოვან კითხვას არაღიარების პოლიტიკაზე, პასუხი თავად პრეზიდენტმა გასცა და ეს არის სწორედ რეფერენდუმზე ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება ჩვენივე ხელმოწერით. როგორც ჩანს, დასავლეთმა არაღიარების პოლიტიკის გადახედვა ამ მანიპულაციური ფორმით შემოგვთავაზა.

ერთხელ, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სამხედროებთან შეხვედრისას თქვა – „აფხაზეთი არის განგრენა საქართველოსთვის”. ამაზე მას შეეწინააღმდეგა ერთ-ერთი სამხედრო და მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. მაშინ პრეზიდენტს არ დაუსრულებია მისი მოსაზრება ამ „განგრენასთან” დაკავშირებით, მაგრამ დღეს, რეფერენდუმის შემოთავაზებით, ფაქტობრივად მის დამკვეთებთან ერთად, გადაწყვიტა „განგრენიანი აფხაზეთის მოკვეთა”. გუშინდელი მარცხით გაბოროტებული ოპოზიციისგან და მათი პატრონებისგან მოსალოდნელია ქართველი ხალხის ყველაზე დიდი ოცნების – ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე პოლიტიკური თამაშების დაწყება. ეს კი ნამდვილად იქნება მათი საბოლოო აღსასრული,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება