fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკამ დემოკრატია დაასამარა – ჰააგის სასამართლოს სანქციებს დავადებო

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ენტონი ბლინკენის მიერ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების სანქცირების დაანონსებას ეხმიანება. ჩიბურდანიძე განმარტავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების სანქცირება დემოკრატიაზე შტურმია.

„დღევანდელი პოლიტიკის შემყურე, არა მარტო ქართველები ამბობენ- თურმე რამხელა თამაში ყოფილა, როგორი ბინძური, სად არის დემოკრატია? დაასამარა ამერიკამ დემოკრატია – ჰააგის სასამართლოს სანქციებს დავადებო. ჰააგის სასამართლო, რომელსაც უწერია, რომ ეს არის გაეროს მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო. შეიძლება სასამართლო დაასანქციროს? თან მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო? სანქცირებაში, რაც დღეს დაგვიანონსა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, წერია, რომ გვიწუნებენ დემოკრატიას. თურმე, საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიიდან. ეს ქვეყანა [აშშ], იგივე ენტონი ბლინკენი, აცხადებს, რომ თურმე ჰააგის სასამართლოს დაასანქცირებს. ამაზე დიდი შტურმი დემოკრატიაზე ვინმეს უნახავს მთელს მსოფლიოში? რაც სიტყვა დემოკრატია არსებობს, არ ყოფილა ამაზე დიდი პიკი, ჰააგის სასამართლოზე გაბედა პიროვნებამ და ამერიკის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ, უნდა დავასანქციროთ, თუკი რამეს გადაწყვეტსო. აღარ არის უკვე ლაპარაკი საქართველოზე. სრული აბსურდია მსოფლიოში. მახსენდება არისტოტელეს სიტყვები „ადამიანები სათამაშოები არიან პოლიტიკოსების ხელში“. სწორედ დღევანდელი დღე მახსენდება ამ პოლიტიკოსების თამაშით. როგორ ათამაშებენ ადამიანებს, როგორც თოჯინებს.“-აღნიშნა ჩიბურდანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება