„დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავს მხოლოდ 1 ოპო პარტია. ეს სანამ არ შეიცვლება, არაფერი მოხდება. არარაობების დაჯამებით, ეს არ შეიცვლება. ბიძინას მსგავსი ფიგურა არ არსებობს ოპო სპექტრში, კეზერა რომ შუაზე გაიხეს, ეგ ბიძინა ვერ გახდება“- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციის გამარჯვების ერთადერთი შანსი მრავალპარტიული, დემოკრატიული ცვლილებაა, რაც ვერ მოხდება ხალხის გარეშე.
“2003 წლის 2 ნოემბრის გაყალბებულ არჩევნებში, გაყალბებული შედეგითაც კი, ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: (ბარიერი 7 პროცენტი იყო თან) ნაციონალურმა მოძრაობამ, ლეიბორისტულმა პარტიამ, ჟვანიამ, ახლებმა ამ ოთხმა პარტიამ აიღო დაახლოებით სამჯერ მეტი, ვიდრე სამთავრობო ალიანსმა (მოქკავშირი-აღორძინება). ეგ იყო ცვლილებების არჩევნები. ეგ გაყალბდა და ამას მოყვა რევოლუცია. დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავს მხოლოდ 1 ოპო პარტია. ეს სანამ არ შეიცვლება, არაფერი მოხდება. არარაობების დაჯამებით, ეს არ შეიცვლება. ბიძინას მსგავსი ფიგურა არ არსებობს ოპო სპექტრში, კეზერა რომ შუაზე გაიხეს, ეგ ბიძინა ვერ გახდება (“მისნაირობაში ვერ მოუგებს”) – სულ ყველას რომ ატენოს ის თავისი ფული. ოპოზიციის გამარჯვების ერთადერთი შანსი მრავალპარტიული, დემოკრატიული ცვლილებაა. დემოკრატიული ცვლილება ვერ მოხდება ხალხის გარეშე. მრავალპარტიული ვერ იქნება პარტიების გარეშე. ბოლო კვლევით ამომრჩევლის მხოლოდ 13 პროცენტი ამბობს რომ მის ინტერესებს ერთი პარტია მაინც წარმოადგენს. სრული აპათიაა პოლიტიკური პარტიების მიმართ -დამსახურებულად, ხალხის ნაცვლად ბელადებთან და ფულის ტომრებთან ანგარიშვალდებულებამ ასე იცის. ხალხი არ წამოგყვება ბრძოლაში, თუ არ გენდობა. ხელისუფლების მოთოკვა შეიძლება სცადოს და გამოუვიდეს კიდევ, მაგრამ ცვლილებებზე არ წამოგყვება, და არც მოგყვება. ეს არის უმარტივესი კონსტრუქცია. და იმდენად რეგვენია ელიტა რომ ამის გაგება უჭირს და პარლამენტისთვის ალყა უნდა დაგვერტყა მაშინო – სინანულის ახალ მიზეზს პოულობს. “ინტელიგენტობით საქმე არ გამოდის” – აბაკუნებენ ფეხებს ნერდები. ასეთი უძალობა და საცოდაობა იშვიათად მინახავს. მეგობრებო, ცვლილებას სჭირდება ხალხი და პარტიები. სანამ ხალხი პარტიებს მხარს არ უჭერს – გინდათ ალყა დაარტყით, და გინდათ სერენადები უმღერეთ, სტატუს კვო დარჩება.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი