fbpx

თამარ ტყეშელაშვილი:დავუფასოთ ამ ხალხს მათი მონაპოვარი და ნუ ვაიძულებთ, მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პოსტულატები იმეორონ

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის წარდგენის გამო, საზოგადოების მიერ გამოხატულ პოზიციას ეხმიანებია სოციალურ ქსელში თამარ ტყეშელაშვილი “ჯერ იყო და კვარაცხელიამ (და კიდევ არ მახსოვს, რომელმა ფეხბუთელმა) არ იძახა ზუსტად ის ნარატივი და ის სიტყვები, რაც მავანს სჭირდებოდა, მერე ჩაქოლეს (ბოლშევიზმის კლასიკა) და მერე ისევ გააღმერთა ზოგმა), მერე ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილზე გადადგა ფბ საზოგადოების გარკვული (ვიწრო) ნაწილი (არიქა და ოცნების ოცეულში არიანო:)).

ნამდვილი ევროპული (თუ, გნებავთ – ქართული) ღირებულება – სწორედაც რომ განსხვავებული აზრის (მათ შორის, პოლიტ. შეხედულების) მიმღებლობაშია

Кто не с нами – тот против нас (ბოლშევიკების დევიზია ეს. ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ წარმოიშვა. და, იმედია, კირლიცას დანახვაზეც გული არ წაუვა ვინმეს:)) (ჩემი უკრაინელი მეგობრებიც მკითხულობენ და ეს დამწერლობა/ენა ესმით კარგად))

გაეშვით ამ ხალხს. დავუფასოთ მათი მონაპოვარი და ნუ ვაიძულებთ, მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პოსტულატები იმეორონ სიტყვა-სიტყვით. რაღაცას ემხრობიან და ნუ ეწყინება ასე ნურავის:)) თავისი აზრი აქვთ და უხერხულია, მათი არდაფასება და ზოგიერთისგან განსხვავებული აზრის მიუღებლობაც. ეს მაგარი ვიცით – ჯერ გაღმერთება, მერე ჩაქოლვა, მერე ისევ გაღმეთება, ისევ ჩაქოლვა და ასე წრეზე სიარული ვერ ჩაიქოლებიან ეს ადამიანები. ძალიან ბევრი აქვთ გავლილი კიდევ და კიდევ მადლობა მათ“ წერს სოციალურ ქსელში თამარ ტყეშელაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება