fbpx

თავდამსხმელი ითხოვს 500 ათას დოლარს და უსაფრთხოებას

მძევალი, რომელიც ამ წუთებში “საქართველოს ბანკში” იმყოფება, დეტალების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, გამტაცებელი 500 ათას დოლარს ითხოვს. როგორც ირაკლი კვარაცხელია ამბობს, ერთ ოთახში დაახლოებით 19 ადამიანი იმყოფება.

„შენობაში ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი. იგი არის კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, ყუმბარებით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად. ამიტომ ყველანაირი ძალადობრივად მოგვარება გამორიცხულია, რადგან ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს

გამტაცებელი ითხოვს 500 ათას დოლარს და აუცილებლად სწრაფად უნდა შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია” – თქვა მან.

ცნობისათვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. სავარაუდოდ, არიან მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება