fbpx

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან
დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა
სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას
პატივი მიაგეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ
დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. უმცროსი
სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე
მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება