fbpx

თავდაცვის მინისტრი ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში
იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიაში სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა. ნატო-
საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა და
ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა თავდაცვის უწყების
ხელმძღვანელმა ცენტრის დირექტორთან, იანის სარტსთან შეხვედრაზე. მხარეებმა
თანამედროვე საინფორმაციო საფრთხეებთან და პროპაგანდასთან ეფექტიანად ბრძოლის
მეთოდებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე,
რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანიებსა და მასთან გამკლავების გზებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2016 წლიდან ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის
ცენტრთან თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს საქართველოს
სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას როგორც ინსტიტუციურ,
ასევე ეროვნულ დონეზე. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული კომუნიკაციები ნატო-საქართველოს
არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციტივაა. ცენტრთან თანამშრომლობით
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი
დაარსდა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სტრატეგიული
კომუნიკაციების სპეციალისტების მომზადებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას
ისახავს მიზნად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება