“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს სოციალურ ქსელში აფასებს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, კვლევა დავით კეზერაშვილის კაბინეტში დაიწერა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ პარტიების რეიტინგი ჯამურად 100 პროცენტზე მეტია.
“კვლევა რო დაგიწერიათ ბანდიტი კეზერას კაბინეტში, 100% მდე მაინც დაგემრგვალებინათ თქვე შობელძაღლებო 102% რომ გამოიყვანეთ და ხალხს ნაცარს აყრით თვალებში.
ნეტა ჯარისგან ნაძარცვ ფულსაც ეგრე “წარმატებით” ითვლის ეგ კრიმინალი?” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.