fbpx

ზურაბ ქადაგიძე: სანამ ორბანს პარტნიორობას დაუწუნებთ, ჯერ იმ ლიდერების განცხადებები გაიხსენეთ, ვინც ხან გეოპოლიტიკასა და ხან ევროპულ მისწრაფებებს უწუნებდა საქართველოს!

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უნგრეთის პრეზიდენტის განცხადებას: „საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, ყველას უყვარხართ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ნათლად ჩანს, ვინ ეხმარება ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში და ვინ – ხელს უშლის.

„ორბანის ეს განცხადება ხელისუფლების ძალისხმევისა და პირადად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა.

რამდენიც არ უნდა იხტუნაოს ოპოზიციამ, ლანძღოს ორბანი, ერთი რეალობაა – უნგრეთმა განსაკუთრებული პარტნიორობა გაუწია საქართველოს!

ჰოდა, სანამ ორბანს პარტნიორობას დაუწუნებთ, ჯერ იმ ლიდერების განცხადებები გაიხსენეთ, ვინც ხან გეოპოლიტიკასა და ხან ევროპულ მისწრაფებებს უწუნებდა საქართველოს!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება