„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში კანდიდატის სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის 20 თვის წვალების შემდეგ გარდაიცვალა კანდიდატის სტატუსის თემა და რევოლუციის შანსი.
„შვილები – მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია, რძლები – სანდრა, სოფო, ლიზა, გია და თამარა, შვილიშვილები – ხაზარაძე, გახარია, გიგაური და ლომჯარია, ბებია – სალომე ზურაბიშვილი, ბაბუა – ბადრი შუბლაძე, დები – ლევან და დავით ბერძენიშვილები და მათი ქალიშვილი ზუკა, ბიძები – დავით კეზერაშვილი და ჭუტა წერეთელი, ბიცოლები – ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე, გარე ბიძაშვილები – კუბილიუსი და რასა ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 20 თვის წვალების შემდეგ გარდაიცვალა კანდიდატის სტატუსის თემა და რევოლუციის შანსი,” – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.