fbpx

ზურაბ ქადაგიძე: ნაცმოძრაობამ დაამხო ჟურნალისტებს თავზე ყველაფერი, დახურა ათობით მედია-საშუალება და ახლა მათი პარტ-ტელევიზია “მთავარი” ხელისუფლებას ედავება სიტყვის თავისუფლებაზე?

„დღეს ირაკლი კობახიძეს მივარდნენ და პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს, პასუხი საკადრისად მიიღო პარტ-ტელევიზია “მთავარის” ჟურნალისტმა და ახლა ატეხეს ვაი-ვიში ჟურნალისტს რა უფლებით მიმართა ასეო. ახალი თაობა გამოიყვანეს პროვოკატორ-ჟურნალისტების,თუ რა მარაზმია ეს?“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას.

„დღეს ირაკლი კობახიძეს მივარდნენ და პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს, პასუხი საკადრისად მიიღო პარტ-ტელევიზია “მთავარის” ჟურნალისტმა და ახლა ატეხეს ვაი-ვიში ჟურნალისტს რა უფლებით მიმართა ასეო…რა უბედურებაა ეს? ახალი თაობა გამოიყვანეს პროვოკატორ-ჟურნალისტების თუ რა მარაზმია ეს? ანუ, მიკროფონი ხელში როცა გიჭირავს ყველაფრის უფლება გაქვს?! ლანძღე პირადად, მისი ოჯახი, დედ-მამა და შენ პასუხი თუ დაგიბრუნეს არ შეიძლება… ნაც-მოძრაობამ დაამხო ჟურნალისტებს თავზე ყველაფერი, დახურა ათობით მედია-საშუალება და ახლა მათი პარტ-ტელევიზია “მთავარი” ხელისუფლებას ედავება სიტყვის თავისუფლებაზე? თან პირად შეურაცხყოფას აყენებს რესპოდენტს და საკადრისი პასუხის მიღებისას გაჰკივიან ჟურნალისტებს ხელს უშლიან საქმიანობაშიო“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება