fbpx

ზურაბ ქადაგიძე: მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისგან თავისუფლების ინდექსში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6, ევროკავშირის 15 და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

„გლობალურ ომის პარტიასა და მის რეგიონულ ფილიალებს კიდევ ერთხელ გირჩევთ, ჯერ ევროპის მიუკერძოებელ სასამართლოებსა და საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებში ჩაატარეთ “ვეტინგი” და მერე გვესაუბრეთ ჩვენ, თორემ თავზე დაგემხოთ გლობალური პოლიტ-კონიუნქტურა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ქადაგიძის პოსტშია აღნიშნული, „აფერა”, რომელსაც ქართული არასამთავრობოები, მათი დამფინანსებლები და ზოგიერთი საელჩო ქვეყანას თავს ახვევენ ჩაიფუშა, როგორც სააკაშვილის დემენცია და გვარამიას პოლიტიკური დევნა.

„საერთაშორისო ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) „მოსამართლეთა დევნის“ (Judicial purges) ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც სასამართლოს სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერ გაძევებას იკვლევს (პოლიტიკური მოტივით). საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მე-2 ადგილზეა.
საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6, ევროკავშირის 15 და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, იაპონია, ავსტრალია, შვეიცარია, პორტუგალია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ლიეტუვა, ლატვია და ა.შ.
„აფერა”, რომელსაც ქართული არასამთავრობოები, მათი დამფინანსებლები და ზოგიერთი საელჩო გვახვევს თავს ისევე ჩაიფუშა, როგორც სააკაშვილის დემენცია და გვარამიას პოლიტიკური დევნა.
გლობალურ ომის პარტიასა და მის რეგიონულ ფილიალებს კიდევ ერთხელ გირჩევთ, ჯერ ევროპის მიუკერძოებელ სასამართლოებსა და საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებში ჩაატარეთ “ვეტინგი” და მერე გვესაუბრეთ ჩვენ, თორემ თავზე დაგემხოთ გლობალური პოლიტ-კონიუნქტურა,” – წერს Facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება