fbpx

ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელზე: როგორც ადრე იგლეჯდა კალთებს მაყუთისა და პირადი ინტერესის გამო, ახლაც იგივეს აკეთებს, უბრალოდ, მაშინ ტაივანის გრანტები არ იყო, მხოლოდ სოროსის ძუძუზე იყვნენ დაძგერებულები

ასე იწყებოდა “ენჯეოკრატია” საქართველოში! “მაყუთზე” დარდობდნენ მაშინაც და “მაყუთზე” დარდობენ ახლაც, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რომელიც არქივიდან თინა ხიდაშელის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე საუბრობს.

ქადაგიძის თქმით, ადამიანის უფლებებზე და “წმინდა ძროხად” მონათლული არასამთავრობო სექტორზე საუბარი, ჩვეულებრივ, უშინაარსოა.

“ასე იწყებოდა “ენჯეოკრატია” საქართველოში!

“მაყუთზე” დარდობდნენ მაშინაც და “მაყუთზე” დარდობენ ახლაც.

ადამიანის უფლებები და “წმინდა ძროხად” მონათლული არასამთავრობო სექტორი, ჩვეულებრივი ბლა…ბლაა…

ასე რომ – თინა ძალო, როგორც ადრე იგლეჯდა კალთებს მაყუთისა და პირადი ინტერესის გამო, ახლაც იგივეს აკეთებს.

უბრალოდ, მაშინ ტაივანის გრანტები არ იყო, მხოლოდ სოროსის ძუძუზე იყვნენ დაძგერებულები…” – წერს ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება