fbpx

ზურაბ ქადაგიძე ზურა ბაქრაძეს-800 000 ლარი დაუდეკლარირებელი გედო HCBS ბანკში, საიდან მოიტანე?

800 000 ლარი რომ დაუდეკლარირებელი გედო HCBS ბანკში, საიდან მოიტანე და როგორ მოიპოვე?,- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე დავით ბაქრაძის შეფასებას ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთელისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე..

„ოცნება, შენ რა გითხარი ეს რომ ბევრს ტლიკინებს! 800 000 ლარი რომ დაუდეკლარირებელი გედო HCBS ბანკში, საიდან მოიტანე და როგორ მოიპოვე? პროკურატურაში რომ ეგდე და იხვეწებოდი დამნაშავე ვარ, არ დამიჭიროთო, დაგავიწყდა?!“,- წერს ქადაგიძე.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ  ცნო თუმცა, მოსამართლემ სამივე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება