fbpx

ზურაბ ქადაგიძე: გიული მილიონებს რომ არ უხდიდეს ლობისტურ კომპანიებს ამ “მაოხრებელ გზირის” შესახებ, სულიერს აღარ ემახსოვრებოდა დედამიწის ზურგზე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებულ ახალი მასალების გამოქვეყნებას ეხმიანება, საიდანაც ირკვევა, რომ სააკაშვილზე საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია.

როგორც ქადაგიძე წერს, შვილის მკურნალობის მაგივრად მისი კუჭ-ნაწლავის გაპიარებაში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისთვისაც რომ მიეცა “ორი კაპიკი”-ე მანდ ერთი 45%-მდე მიმიმატე მიშიკოზეო, რა გასაკვირია?

„წარმოიდგინეთ, გიული დედიკო მილიონებს რომ არ უხდიდეს ლობისტურ კომპანიებს ამ “მაოხრებელ გზირის” შესახებ, სულიერს აღარ ემახსოვრებოდა დედამიწის ზურგზე…
ისე, რატომ გიკვირთ “აირაის” კვლევაში, სააკაშვილზე მონაცემები?
სადაც ამდენს ხარჯავს გიული, შვილის მკურნალობის მაგივრად მისი კუჭ-ნაწლავის გაპიარებაში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისთვისაც, რომ მიეცა “ორი კაპიკი”-ე მანდ ერთი, 45%-მდე მიმიმატე მიშიკოზეო, რა გასაკვირია?
მიშამ უნდა თქვას, დედა მყავსო რა…
ავად ვარო იძახის და დედამისი ექიმების მაგივრად საერთაშორისო ექსპერტ-ანალოტიკოსებს ქირაობს…
ქ-ნო გიული, ანალიტიკოსები კი არა, ანალისტები ესაჭიროება თქვენ შვილს და იქნებ გეფიქრათ მაგაზე?“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება