პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ნიჭიერი კაცია გახარია, ტყუილია ის გამონათქვამი – ყველა “ხისგან” სალამური არ ითლებაო, აი, თუ არ ითლება“- წერს ზურაბ ქადაგიძე და აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიამ ღალატის მასშტაბებით სააკაშვილს აჯობა და ახლა ცდილობს შექმნას სურათი, თითქოს ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მხოლოდ მთავრობის წევრებისთვის მოსთხოვა და არა ქართველი ხალხისთვის.
„ევროკავშირის საზღვარზე დადგება და თითით ანიშნებს პოლიციას, ვინ შეუშვან და ვინ არა…
ეს ნიკა მელიას ხურდა, სააკაშვილს გადაასწრო ღალატის მასშტაბებით და ახლა, სურათს დგამს, თითქოს ევროკავშირს წერილი რომ მისწერა და საქართველოს დასჯა მოითხოვა, მხოლოდ მთავრობის წევრებს შეეხებათ და არა ხალხს.
ისე, ნიჭიერი კაცია გახარია, ტყუილია ის გამონათქვამი – ყველა “ხისგან” სალამური არ ითლებაო, აი, თუ არ ითლება!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.