fbpx

ზურაბ ქადაგიძე ბორელის განცხადებაზე: ანუ, ორ კანონს თუ გავაუქმებთ, არჩევნები სამართლიანი და ლეგიტიმური გახდება?!

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას: „გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის – გაუქმდეს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე კანონი ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ქადაგიძის თქმით, ამ განცხადებით ჩანს, რომ პრობლემა არა არჩევნებში, არამედ იმაშია, რომ კონკრეტულ ძალებს უცხოური გავლენის შესახებ კანონი და კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ არ მოსწონთ.

„ძალიან მარტივად – ანუ, ეგ ორი კანონი რომ არ იყოს, მაშინ არჩევნებს აღიარებდა ევროკავშირი, ანუ, სამართლიანი და ლეგიტიმური გახდებოდა ის უსამართლო, მოსყიდული და ბუნდოვანებით მოცული საარჩევნო გარემო, რასაც თუთიყუშებივით ამეორებინებთ თქვენ ქართველ ხელქვეითებს?!
რა ვიცი, მეტად როგორ უნდა დაგასაქმონ თავზე პატრონებმა?!
მეგონა, მთელი ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლაზე და უსამართლო არჩევნებზე იბრძოდით, აპროტესტებდით და თურმე, ისე დაგახურდავებენ თქვენივე პატრონები საკუთარ ინტერესებზე, რომ ხვალვე წაგაღებინებენ უკან პროტესტს, თუკი გააუქმებს „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონს.
თუმცა, რა გასაკვირია – აგენტს რა დავალებასაც მისცემენ, იმას იზამს და რომელი ხართ ოპოზიციიდან წინააღმდეგობის გამწევი?!“ – წერს ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება