fbpx

ზურაბ ქადაგიძე აქციის მონაწილეებს: იცით რით იზომება თქვენი უკიდეგანო იდიოტიზმი? „ჩცდ”-ს პერსონაჟებად რომ იქეცით და საპნის ოპერა გგონიათ ქართული რეალობა

„იცით რით იზომება თქვენი უკიდეგანო იდიოტიზმი? „ჩცდ”-ს პერსონაჟებად რომ იქეცით და საპნის ოპერა გგონიათ ქართული რეალობა. „ბაბულიკებად” და „მონტანელებად” რომ დაიყოთ და ბრძოლა გამოუცხადოთ ყველას, ვინც არ გეთანხმებათ არ გიფიქრიათ?!” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც აქციის მონაწილეების მიერ დღეს დაანონსებულ მსვლელობას ეხმიანება სახელწოდებით „შეაწუხე ვაკე“. „წყნეთიდან ეშვებით თუ ვარაზის ხევიდან აასკდებით?! იცით რით იზომება თქვენი უკიდეგანო იდიოტიზმი? „ჩცდ”-ს პერსონაჟებად რომ იქეცით და საპნის ოპერა გგონიათ ქართული რეალობა. „ბაბულიკებად” და „მონტანელებად” რომ დაიყოთ და ბრძოლა გამოუცხადოთ ყველას, ვინც არ გეთანხმებათ, არ გიფიქრიათ?! აბა, მეტი ფანტაზია და აზრი თქვენ არ მოგეკითხებათ, ნანუკა ჟორჟოლიანის და ქეთი დევდარიანის „თრეშები” გგონიათ ქართული სოციუმის ანი და ჰოე! ჰო ერთიც, ილიაუნთან მაღალი ბოძკიტებია დაყენებული და ფრთხილად, არ წამოასკდეთ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება