fbpx

ზვიად შალამბერიძე: ამ ეტაპზე ტყიბულში 10 000 000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და გუბერნატორის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ტყიბულის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ. ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა ღირებულება 10 000 000 ლარამდეა. პროექტების დასრულების შედეგად მუნიციპალიტეტი მიიღებს განახლებულ ცენტრს, ქუჩეებს და ახალ ტურისტულ ლოკაციებს“ – ზვიად შალამბერიძე. მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდისა და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის დაფინანსებით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად ცირეკიძისა და რუსთაველის ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და რეკრეაციული ზონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, ისტორიულ ურბანულ ტერიტორიაზე ეკონომიკური და ტურისტული მიზიდულობის არეალის განვითარების მიზნით, გელათის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილისა და არსებული შენობების რევიტალიზაციის სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ პროექტები ევროკავშირის მიერ ფინანსდება. ასევე, ევროკავშირის დაფინანსებით ტყიბულში, უნიკალური ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის იწყება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცხრაჯვარიდან სოფელ ძმუისის კანიონამდე და ცხრაჯვარის სალოცავამდე ტურისტული ბილიკების მოწყობას. მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა მრავალბინიანი კორპუსების გარე ფასადების რეაბილიტაციის პროექტიც დაათვალიერა, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება