ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერი მოეწყოგლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა

გამგეობამ ზაჰესში, შოთაძისმეორე შესახვევში სკვერის მოწყობა დაასრულა.სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზემოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები,დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოიხატა კედლები, ჩატარდაგამწვანების სამუშაოები – დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. განთავსდასკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 447 940 ლარი დაიხარჯა. დასრულებული სკვერი გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემდაათვალიერა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება