fbpx

ზაურ ხუჯაძის სახელობის სკვერში „წიგნის ბუდე“ მოეწყო

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირისა და საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის
ერთობლივი პროექტის „სკვერის ბიბლიოთეკები რეგიონებში“ ფარგლებში, ქალაქ
ბოლნისში ზაურ ხუჯაძის სახელობის სკვერში „წიგნის ბუდე“ მოეწყო.
ამიერიდან, ნებისმიერ მოქალაქეს „წიგნის ბუდიდან“ სასურველი წიგნის ადგილზე
წაკითხვა ან სახლში წაღება შეეძლება. წაკითხული წიგნი მკითველმა ისევ „ბუდეში“
უნდა დააბრუნოს ან სხვა წიგნით ჩაანაცვლოს. აღსანიშნავია, რომ პროექტი
„პროკრედიტ ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
„წიგნის ბუდის“ გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი,
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან
ხოსიტაშვილი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელი
დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო გამოფენა, სახელწოდებით –
,,გერმანელები საქართველოში“.
„საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ფოტოგრაფ გოგა ჩანადირსა და
პროკრედიტ ბანკს ამ საჭირო პროექტის განხორციელებისთვის მსურს დიდი მადლობა
გადავუხადო. წიგნიერების დონის ამაღლება, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებში,
ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წიგნიერი მომავალი თაობა ჩვენი ქვეყნის სწრაფი
განვითარების საწინდარია. ადგილობრივი თვითმმართველობა მსგავს პროექტს
ყოველთვის დაუჭერს მხარს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სისტემატურად
აახლებს ჩვენს ბიბლიოთეკებში არსებულ წიგნად ფონდს, რათა თითოეულ მოქალაქეს
შესაძლებლობა ჰქონდეს კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად, თანამედროვე
ლიტერატურასაც გაეცნოს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება