fbpx

ზაალ მიქელაძე: ამერიკას არ გამოუვიდა ის პროექტი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფერადი რევოლუციის სახით შესთავაზა ჩვენს ქვეყანას

„ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ალბათ რაღაც პერიოდი თვითონაც იყვნენ დაბნეულები, გავიდა წლები, როცა ამ თემაზე არ აკეთებდნენ აქცენტს და თითქოს შეეგუვნენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, წლების მერე ჩათვალეს ამ თემამ გადაიარა და ისევ მიუბრუნდნენ, უბრალოდ ვერ ნახეს ახალი პროექტი და მიუბრუნდნენ იმ ყავლგასულ ძალას“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა  „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა ზაალ მიქელაძემ.

როგორც მიქელაძე აღნიშნავს, ამერიკის მხრიდან ვიზებზე უარის თქმა იმის დასტურია, რომ მათ არ მოსწონთ, საქართველოს მთავრობის მართვას და საშინაო პოლიტიკაში ჩარევას რომ ვერ ახერხებენ, როგორც ამას წინა ხელისუფლების დროს აკეთებდენ.

„ამ შემთხვევაში ბატონმა ირაკლი კობახიძემ ეს თქვა და გავიგეთ ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ, მაგრამ იმ 70% უარში, აშშ-ს ვიზებზე რამდენი სხვა ადამიანი თუ ჯგუფები დაიჩაგრა? მე, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა, ვიცი რომ გასულ წელს საკმაოდ საინტერესო დიდ სამედიცინო კონგრესზე მიწვეული ექიმები არ დაუშვეს. არ ვიცი მიზეზი რა იყო, ალბათ, ბევრი ასეთი პასუხი ექნება გასაცემი ქალბატონ კელის ამ ადამიანებისთვის. თუნდაც თვითონ რომ დაინტერესდეს, მოითხოვოს, დაინახავს რამდენი ადამიანი ამ უსამართლობაზე მიმართავს მას. დღეს სელექციას აწარმოებს ის, სელექციას ქვეყნებს შორისაც, ჩვენ ვიჩაგრებით და კარგად ვხვდებით რის გამოც. ზოგჯერ გვამუხრუჭებენ, რომ ნაკლებად ვილაპარაკოთ ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ „ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ ვთქვათ სიმართლე უმრავლესობის შიგნითაც. სწორედ ომში ჩართვის პერსპექტივაზეა ბევრი მსგავსი გადაწყვეტილება მიბმული და დღეს იჩაგრება ქვეყანა. სწორედ სელექციის ნიშანია ის, რომ ჩვენ ყველა პარამეტრით წინ ვიყავით როგორც უკრაინაზე, ისე მოლდოვაზე. გასაგებია, უკრაინა ომში მყოფი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე ნაკლებად ვაკეთებთ ამაზე აქცენტს, მაგრამ მოლდოვა დღემდე დსთ-ს წევრი ქვეყანაა. ჩვეულებრივი მოქალაქეები შეხვედრაზე ამ კითხვას ძალიან ხშირად სვამენ, რა არის ეს ყველაფერი? ჩვენ იძულებული ვართ ვუთხრათ, რომ ეს არის სწორედ ხელოვნური სელექცია. ბუნებრივად თუ გადარჩევა მოხდებოდა, რა ნიშნითაც უნდათ ნებისმიერი ქვეყანა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრი პარამეტრით ვართ ამ ქვეყნებთან მიმართებაში წინ. მაგრამ, გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად პოლიტიკური და ამ ნაწილში ვინ ეხმარება მათ? ის ადამიანები – ჩვენი კოლეგა დეპუტატები უმცირესობიდან, ანუ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები იმიტომ, რომ თავის დროზე ამერიკას არ გამოუვიდა ის პროექტი რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ფერადი რევოლუციით შესთავაზა ჩვენს ქვეყანას. „ქართული ოცნების “ გამარჯვების შემდეგ, ალბათ რაღაც პერიოდი თვითონაც იყვნენ დაბნეულები, გავიდა წლები, როცა ამ თემაზე არ აკეთებდნენ აქცენტს და თითქოს შეეგუვნენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას (თუმცა იმდენად მაღალი იყო პროცენტი, სხვა გადაწყვეტილებას უბრალოდ ვერ მიიღებდნენ) წლების მერე ჩათვალეს, ამ თემამ გადაიარა და ისევ მიუბრუნდნენ, უბრალოდ ვერ ნახეს ახალი პროექტი და მიუბრუნდნენ იმ ყავლგასულ ძალას. ჩვენი ჩარევის გარეშე და ჩვენდა სასიხარულოდ საკმაოდ „კარგი პერსპექტივა“ უჩანს ამ ძალას, ვხედავთ სად არიან ისინი. დარწმუნებული ვარ, 2024 წელს კიდევ უფრო გონიერად მოიქცევიან ჩვენი მოქალაქეები – საბოლოო გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან მიიღება და დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ .

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება