fbpx

ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი-მაია ცქიტიშვილი მაკო გომურს მიმართავს

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი მაკო გომურის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ , სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა, ერთი თვის განმავლობაში ვერც ერთი უწყებიდან პასუხი ვერ მიიღო

ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მაკო გომურის კურსი დაფინანსებული იყო და წუხს, რომ გარკვეული უხერხულობა შეიქმნა. 

“როგორც იცით, მაკო გომურთან მიმართებაში გვქონდა მკურნალობის კურსი დაფინანსებული. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მისი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე… ვეხმარებოდით ქალბატონ მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს რა თქმა უნდა, არის ჯანდაცვის სამინისტროს ნება, გადაწყვეტილება და ეს დახმარების პროგრამა მასთან მიმართებაში გაგრძელდება, ბუნებრივია. ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი,”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაკო გომური, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, დარბევის დროს თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება