fbpx

ვფიქრობ იმაზე თუ რა მემკვიდრეობას დავტოვებ როცა პოლიტიკიდან წავალ-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემაში „ნოესთან“

პრემიერმა წამყვანის პირველ კითხვას – “ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი” უპასუხა:

“ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი? ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვეულებრივი ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრებით, თავისი შეცდომებით, თავისი ხედვით, მიზნებით, ოცნებებით და თავისი მიღწევებით. ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ხალხის კეთილდღეობაზე, ჩემს ოჯახზე, ახლობლებზე, მშობლებზე, მეგობრებზე და საბოლოო ჯამში ვფიქრობ იმაზე, თუ რა მემკვიდრეობას დავტოვებ როცა პოლიტიკიდან წავალ და სხვა საქმიანობას გავაგრძელებ“, – განაცხადა პრემიერმა.

მაშინ უფრო მეტად მიმდობი ვიყავი ადამიანების, მათ შორის, ყველაზე ახლო გარემოცვის მიმართ”– ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრმა გადაცემაში “ნოესთან” წამყვანის კითხვას – რა განსხვავებაა იმ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პირველად გახდა პრემიერი და დღევანდელ ირაკლი ღარიბაშვილს შორის.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ მან ერთი კვირა ათონის მთაზე გაატარა, სადაც საკუთარ შეცდომებზე ფიქრობდა.

“როდესაც გავხვდი პერმიერ–მინისტრი, მაშინ განსაკუთრებით ახალგაზრდა ვიყავი. მთავარი განსხვავება არის ის, რომ მაშინ უფრო მეტად მიმდობი ვიყავი ადამიანების, მათ შორის, ყველაზე ახლო გარემოცვის მიმართ. ამ ახალგაზრდობას თავისი შეცდომები ჰქონდა.

მას შემდეგ რაც მე წავედი, თანამდებობა დავტოვე, ოთხი წელი საჯარო პოლიტიკაში ჩართული აღარ ვყოფილვარ, ეს პერიოდი დამეხმარა, სიღრმისეულად შემესწავლა ჩემი თითოეული შეცდომა.  ამიტომ ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო პერიოდი.

მას შემდეგ რაც მე წავედი, თანამდებობა დავტოვე, ოთხი წელი საჯარო პოლიტიკაში ჩართული აღარ ვყოფილვარ. როცა გადავდექი მეორე დღეს უჩვეულო შფოთვა მქონდა, მაშინ გავაანალიზე, რომ აღარ მიწევდა ზრუნვა მიმდინარე ყოველდღიურ საკითხებზე. სხვათაშორის, როცა გადავდექი, მაშინ მინდოდა დასვენება. როცა გადავდექი, შეგნებულად წავედი ათონის მთაზე მარტო. იქ გაქვს საშუალება, განმარტოვდე და შენს თავთან ჩაიკეტო.”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია