fbpx

ვლადიმერ ბოჟაძე დონალდ ტრამპზე თავდასხმის თაობაზე: ომის პარტიის სამიზნე არის ყველა ვინც იცავს საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს

ქართულმა საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრზე, ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარა, მაშინ ამას სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ, თუმცა საფრთხე რომ რეალურია ეს დღევანდელმა ფაქტმაც დაადასტურა, ომის პარტიის სამიზნე არის ყველა ვინც იცავს საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე დონალდ ტრამპზე თავდასხმას.

ბოჟაძე აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორი დაუნდობელია ძალა, რომელსაც არ სურს მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც სურს სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება და დაძაბულობა, საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაცია, ძალა რომელიც ებრძვის ქრისტიანულ ღირებულებებს, ოჯახს და ტრადიციებს.

„ლიბერალური ფაშიზმი დასაგმობია და უნდა დასრულდეს. გლობალური ომის პარტიის წინაშე პრეზიდენტი ტრამპიც კი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა, ყველა ვინც კი მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება ტყვიის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, დღეს ამერიკაში, მანამდე ევროპაში, 2024 წლის 15 მაისს სლოვაკეთის პრემიერს, რობერტ ფიცოს ესროლეს. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორი დაუნდობელია ძალა, რომელსაც არ სურს მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც სურს სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება და დაძაბულობა, საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაცია, ძალა რომელიც ებრძვის ქრისტიანულ ღირებულებებს, ოჯახს და ტრადიციებს. ქართულმა საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრზე, ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარა, მაშინ ამას სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ, თუმცა საფრთხე რომ რეალურია ეს დღევანდელმა ფაქტმაც დაადასტურა, ომის პარტიის სამიზნე არის ყველა ვინც იცავს საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. დონალდ ტრამპს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, საქართველოს კი მშვიდობას და სტაბილურობას!“ – წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება