fbpx

ვიქტორ ორბანი- საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მე მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა

საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მე მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, მანამდე კი სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროების პირველ პირებს შორის გაიმართება შეხვედრები-ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილს უნგრეთის მთავრობისა და საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა.

„ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მე მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, ამაზე შევთანხმდით და მას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროებს შორის, პირველი პირებს შორის. ჩვენ გვექნება ეს მნიშვნელოვანი სტიმული, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ამიტომ, სანამ რამე სხვა დაიგეგმება, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის საზოგადოების და ჩვენი მთავრობის სახელით. საქართველოს დიდ წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი საქართველოს და მის მოსახლეობას“,- აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება