fbpx

ვიქტორ დოლიძე – ნატო-ში ყველა აფასებს იმ ფაქტს, რომ რეგიონში მოწინავე ქვეყანა ვართ

ნატო-ში საქართველოს ელჩის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებებიდან გამომდინარე, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით ყველა აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა და მომავალი გადასადგმელი ნაბიჯებიც ზედმიწევნით სწორად უნდა გადაიდგას.

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის, რადგან მიმდინარეობს სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტის გადახედვა და ამ პროცესში საქართველო აქტიურად არის ჩართული.

„ჩვენ გვინდა ამ პროცესიდან მაქსიმალური პროგრესი გვქონდეს. როგორც მოგეხსენებათ, წელს დაგეგმილია ნატო-ს სამიტები უმაღლეს დონეზე და აქედან გამომდინარე, გვინდა ამ დოკუმენტში აისახოს მაქსიმალურად, საქართველოს არა მხოლოდ მისწრაფება, არამედ გაფართოების პროცესის მნიშვნელობა, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. დოკუმენტში უნდა აისახოს გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე მიიღეს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის კომენტირებისას.

ნატო-ში საქართველოს ელჩის განმარტებით, გაფართოების პროცესი მნიშვნელოვანი პროცესია და თავის წვლილს, კონტრიბუციას შეიტანს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კონტექსტში.

დოლიძის განცხადებით, ავღანეთსა და ზოგადად, ნატო-ს ოპერაციებში საქართველოს წვლილი ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება