fbpx

ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში-ნინო ბურჯანაძე თაკო ჩარკვიანს

ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის დღევანდელ განცხადებას “რუსთავი 2”-ის ეთერში გამოეხმაურა.=

ბურჯანაძემ აღნიშნულ ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ის არავის უპირისპირდება და ვისაც თავშეკავების უნარი არ აქვს პოლიტიკაში არ უნდა იყოს.

„მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს,  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძის შესახებ ვრეცლი მიმართვა გაავრცელა აღნიშნულ მიმართვაში ჩარკვიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალი ის არის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს – ბოკერია.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია