fbpx

ვინ არის ყოფილი მოსამართლე ინგა თორდია და რა როლი მიუძღვის საქართველოში სასამართლოზე ორგანიზებულ შეტევებსა და ხელოვნურ დისკრედიტაციაში – ზურაბ ქადაგიძე

ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში, რომელშიც საქართველოში სასამართლოზე ორგანიზებული შეტევების და ხელოვნური დისკრედიტაციის ანატომიას, გეგმას, მიზნებს და მონაწილეებს აღწერს, ყოფილ მოსამართლე ინგა თორდიას შესახებ საუბრობს.

როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, ინგა თორდია წლების განმავლობაში იკავებდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლის თანამდებობას, ხოლო 2010 წლიდან გახდა აშშ-ის საელჩოს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიკის განსაზღვრის და რეფორმების მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

„მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ „შეგვაღვიძა“ და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა …. ახლა გამოჩნდება რისი ტრ… გვაქვს“ (ავტორის სტილი სრულად დაცულია, 2022 წლის 18 ივნისის ფეისბუქის პოსტი), რომელიც გამოქვეყნებულია 2022 წლის 20 ივნისის აქციის წინა დღეებში.

ეს არ გეგონოთ ვინმე რიგითი პოლიტ-ანგაჟირებული მოქალაქის ფეისბუქ-პოსტი. მისი ავტორი (ფეისბუქის პროფილის კუთვნილება და პოსტის ავთენტურობა დადგენილია შესაბამისი წესით), რომელიც საჯაროდ გამოხატავს მის განსაკუთრებულად დადებით განწყობას 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების მიმართ და მკვეთრ პოლიტიკურ ოპოზიციურ პოზიციას აფიქსირებს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, გახლავთ არც ერთი მეტი არც ნაკლები, USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Intitute) კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის PROLOG (Promoting Rule of Law in Georgia) -ის ხელმძღვანელის მოადგილის და მართლმსაჯულების პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელის აშშ-ს საელჩოს ხაზით- ინგა თოდრია“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, „საინტერესოა ის გარემოება, რომ აღნიშნული პოლიტიკური პოსტებისა და პოლიტიკური მოტივაციის პარალელურად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინგა თოდრიას ძირითად საქმიანობას (www.ewmi-prolog.org) დეტალურად არის მითითებული) – ამერიკელი ხალხის სახელით (USAID – From the American People) საქართველოში სასამართლო რეფორმების პოლიტიკის შემუშავება და რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენს“.

„სწორედ ამ რეკომენდაციების დიდი ნუსხა აშშ-ის საელჩომ საქართველოს პარლამენტს 2022 წლის აგვისტოში წარუდგინა, თუმცა მათ შორის დაჟინებით ითხოვდა სამი უპრეცედენტო და ძირითადი რეკომენდაცია/ინსტრუქციის შესრულებას, რომელიც ჯერ სასამართლო ხელისუფლების პარალიზებას და შემდგომში კი მისი ფაქტობრივად პირდაპირ ოპოზიციისთვის დაქვემდებარებას გამოიწვევდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ა.შ.შ.-ს საელჩოს მხრიდან (სადაც სწორედ ამ მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელია ინგა თოდრია, რომლის ფეისბუქ პოსტიდანაც აშკარად ჩანს მისი განზრახვები) იმ კაბალურ, უპრეცედენტო სარეფორმო მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლოს ნაწილში გავრცელდა „ხალხის ძალის“ განცხადება 2022 წლის 16 აგვისტოს, სადაც ხაზი გაესვა, რომ ასეთი ულტიმატუმები საკანონმდებლო ცვლილებებზე მიუღებელი იყო და თუ რა მიზნები იკვეთებოდა მათ უკან“ – ნათქვამია წერილში.

ქადაგიძის თქმით, დღეს არსებული რეალობის უკეთ აღსაქმელად, უმჯობესი იქნება დეტალურად გავიხსენოთ და სიღრმისეულად აღვწეროთ, ქ-ნ ინგა თოდრიას დამსაქმებლის – აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ს მიზნები და საქმიანობა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„ძალიან შორს წარსულშიც რომ არ დავბრუნდეთ 1998-2001 წლებში სააკაშვილის პოლიტიკური აღზევების პროცესში, სწორედ ამ უკანასკნელს USAID-ის ჩართულობით სასამართლო სისტემის რეფორმირება ჩააბარეს. ცხადია აშშ-ს უშუალო ჩართულობით და სწორედ სასამართლოში შეტანილი არეულობით, ვითომ გატარებული „პროგრესული რეფორმებით“ და მასზე მოპოვებული გავლენით, შესაბამისად იქ განხორციელებული საკუთარი კადრების დანიშვნებით, იგივე იუსტიციის იმჟამინდელ საბჭოში მიმდინარე პროცესებით დაიწყო მაშინდელი პოლიტიკური ხელისუფლების შევიწროებისა და წნეხის ქვეშ მოქცევის, შემდეგ კი დასუსტების ინტენსიური პროცესი, რაც საბოლოოდ ხელისუფლების სააკაშვილის მიერ ხელში ჩაგდებით დასრულდა. ანალოგიურად ახლაც იგივე პარალელი იკვეთება: ცდილობენ სასამართლოში არეულობის, შიდა დაპირისპირების და გახლეჩის ელემენტების შემოტანას, სისტემის პარალიზებას, ხოლო გარედან თავს ახვევენ უპრეცედენტო, დესტრუქციული რეფორმების კასკადს, რათა შემდგომ ოპოზიციამ იგივე სქემით გავლენა მოიპოვოს სასამართლო სისტემაზე, რაც საბოლოოდ აშკარაა რომ ამჟამინდელი პოლიტიკური ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იქნება აქტიურად გამოყენებული.

საინტერესოა ის გარემოება, რომ სწორედ აშშ-ის საელჩოს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და შესაბამისი პროექტების ჩართულობით, უკვე სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, 2004-2005 წლებში საქართველოს საერთო-სასამართლოების სისტემის ე.წ. ხელახალი წმენდა განხორციელდა, რა დროსაც ყოველგვარი კრიტერიუმისა თუ საფუძვლის გარეშე ასეულობით მოსამართლე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და აღნიშნულს კვლავ ე.წ. სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა უწოდეს, რის შემდგომაც დაიწყო ე.წ. რეფორმირებული სასამართლოს მუშაობა. საინტერესოა ის, რომ 2012 წლამდე საელჩოს, მის დაქვემდებარებულ სააგენტოებსა თუ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდათ სრული ჰარმონია სასამართლო სისტემის გარშემო. არანაირი კრიტიკა თუ მწვავე შეფასება მათი მხრიდან სასამართლოს მიმართ არ ხდებოდა. არანაირ ცვლილებათა მოთხოვნა არ გაჟღერებულა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათი მხრიდან და ხელისუფლება თავისი ნების და საჭიროებების შესაბამისად ცვლიდა ისე კანონებს, რომ არავინ ამას არ იმჩნევდა (თუნდაც გირგვლიანის საქმეზე 3 კვირაში ისე შეამსუბუქეს დამნაშავეებისათვის კანონი, რომ ხმაც არავის ამოუღია და ა.შ.). ცხადია არც ვენეციის კომისიაში არ იგზავნებოდა კანონპროექტები და ფორმალურად აზრსაც მათ არავინ ეკითხებოდა, ვინაიდან ადგილზე სრული მხარდაჭერა გააჩნდათ აშშ-ის საელჩოსი და სასამართლოს ხელოვნური დისკრედიტაციისთვის არც კლიპები თუ ფილმები არ ფინანსდებოდა მათი მხრიდან, დღევანდელობისგან განსხვავებით. ცხადია, არ გვახსენდება არც ერთი სტატუსი თუ მოწოდება ხელისუფლების შეცვლისაკენ, როგორსაც მაგალითად დღეს ვხედავთ თუნდაც-აშშ-ის სასამართლო რეფორმების პროექტის ხელმძღვანელის – ინგა თოდრიას მხრიდან. ამჟამად კი, როცა სწორედ აშშ-ის და ევროკავშირის ჩართულობით სასამართლო რეფორმის 4 ტალღა განხორციელდა, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესი მათივე მოთხოვნით დაახლოებით 1 წლის განმავლობაში!! 2 ჯერ შეიცვალა და ორივეჯერ გაეგზავნა ვენეციის კომისიას და შეჯერდა მასთან, ისევე როგორც სხვა კანონები ე.წ. ექსპერტიზას გადის ჯერ ადგილობრივ დონეზე არაოფიციალურად, შემდეგ კი იგზავნება ვენეციის კომისიაში, მაინც სრული შეტევის ქვეშაა სასამართლო სისტემა და კვლავ ითხოვენ უკვე უპრეცედენტო და უანალოგო ცვლილებების განხორციელებას, რათა როგორმე ჩამოშალონ სასამართლო, რითაც დასტურდება, რომ რეალური მიზანი მართლა სასამართლოს ჯანსაღი რეფორმირება კი არ არის, არამედ სისტემის ჩიხში შეყვანა და მასზე ოპოზიციის პოლიტიკური გავლენების მოპოვების ხელშეწყობაა.

მაგრამ, გასაკვირი არც ეს არის, რატომ? იმიტომ ….. თუ სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, USAID-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute) პროექტების შედეგად განხორციელებულ რეფორმებს ვნახავთ, მივხვდებით, რომ ქვეყნებში სადაც, პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს ამ ძალისათვის მისაღები პოლიტიკური ჯგუფი, მაშინ მიუხედავად, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევისა, სასამართლო სისტემის არასწორი ფუნქციონირებისა და ა.შ. ამერიკელი ხალხის ხმა ამ ქვეყნის მოსახლეობას არ ესმის, რადგან ეს ხმა დუმს (მაგალითად – საქართველო 2004-2012 წლები) …… ხოლო ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება ფავორიტ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია, მაშინ მიმდინარეობს გაძლიერებული კოლექტიური თავდასხმები, პირველ რიგში სასამართლოს დისკრედიტაციისა თუ სასამართლო სისტემის ჩამოშლის მიზნით, რასაც როგორც უკვე აღვნიშნეთ შედეგად მოჰყვება, ხელისუფლების სხვა შტოების ჩამოშლაც. ამ დემოკრატიის სახელით სასამართლოსადმი ბრძოლას, სხვადასხვა სახელს, მათ შორის, ვეტინგსაც-მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების პროცედურას (ასე ვთქვათ, მოგონილი კვაზი ორგანოების მიერ ვითომ მოსამართლეთა კვალიფიკაციისა და პატიოსნების გადამოწმების საფარქვეშ ხელოვნურად შექმნილი საკვალიფიკაციო კომისიების მიერ მოსამართლეთა შემოწმების და შესაბამისად მიმდინარე პროცესი, რეალურად კი სისტემიდან გაყრის რეპრესიული მექანიზმი) უწოდებენ.

თუმცა, საქართველოში ამ „თვალთმაქცური შესაბამისობის შემოწმების“ გარეშეც კი, პირდაპირ მოახდინეს მოსამართლეთა გაყრა 2004-2006 წლებში, რაც განახორციელეს ბარბაროსული მეთოდებით და მოსამართლეთა პირდაპირი დისციპლინური რეპრესიებით (ერთ-ერთი დისციპლინური მდევნელი იუსტიციის საბჭოს მხრიდან სხვათაშორის ნიკა გვარამია იყო), ისე რომ ფორმალურადაც კი არ შეუქმნიათ რაიმე კომისია.

ანალოგიური მიზნები და იდენტური ქმედებების ოღონდ უფრო დახვეწილი ფორმებით განხორციელების სურვილი ახლაც აქვთ და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გამუდმებული დისკრედიტაციის და „გაშავების“კამპანია, რომელსაც აფინანსებს და სხვადასხვა პროექტების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით აქტიურად ახორციელებს აშშ-ის საელჩო. სწორედ, მათი დონორობით ხდება სხვადასხვა ფილმების თუ კლიპების დაფინანსება, სასამართლოს საქმიანობის მუდამ უარყოფითი შეფასება, მათი შიდა არჩევნების თუ დანიშვნების მუდამ მკაცრი დაგმობა, შეჩერების მოთხოვნა და და ა.შ. თვით საელჩოს მიერ და და რაც მიზნად ისახავს სასამართლოს მაქსიმალურად უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას, რათა მომავალში ზემოაღნიშნული ე.წ. ვეტინგის (მათთვის მიუღებელი მოსამართლეთა გადარჩევის თუ გამოხშირვის პროცესებს) ნოყიერი ნიადაგი აქედანვე მოამზადონ“ – ნათქვამია ზურაბ ქადაგიძის წერილში.

ამის მაგალითად ქადაგიძეს მოყავს 2022 წლის 21 თებერვალს სოროსის ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში გამართული, ამავე ორგანიზაციის დაკვეთით და დაფინანსებით გამოცემული ნაშრომის პრეზენტაცია, მოსამართლეთა თანამდებობებზე შესაბამისობის შემოწმების პროცედურებთან (ვეტინგთან) და მის მეთოდებთან დაკავშირებით, სადაც მიმოხილულია თუ როგორი უნდა იყოს კონკრეტულად საქართველოსთვის ეს რეკომენდაციები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება