fbpx

ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი

უკრაინაში, ბრძოლის ველზე, ნაწილი ვაჟკაცურად, თავისი რეალური, გულწრფელი ემოციით და რწმენით იბრძვის. მაგრამ ამის მიღმა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ წაიყვანონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფრონტის წინა ხაზზე. ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თუ ვინმე ფიქრობს რუსეთ- უკრაინის ომში პირდაპირი მონაწილეობით საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება, მაშინ უფრო ვაჟკაცური, მორალურად გამართლებული გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, აჩვენოს პირადი მაგალითი და თავის ოჯახის წევრები, შვილები, ძმები და მამები უნდა ჩართონ საომარ მოქმედებებში.

„უკრაინაში, ბრძოლის ველზე, ნაწილი ვაჟკაცურად, თავისი რეალური, გულწრფელი ემოციით და რწმენით იბრძვის. მაგრამ ამის მიღმა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ წაიყვანონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფრონტის წინა ხაზზე. ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ ყველაფერს კი ემატება, შემდგომ გარდაცვლილების სახელით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, სხვების დამუნათება თუ რატომ არ მიდიან საომრად იქ სადაც თითქოს და საქართველოს ბედი წყდება. თუ ვინმე ფიქრობს რუსეთ- უკრაინის ომში პირდაპირი მონაწილეობით საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება, მაშინ უფრო ვაჟკაცური, მე ვიტყოდი მორალურად გამართლებული გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, აჩვენოს პირადი მაგალითი და თავის ოჯახის წევრები, შვილები, ძმები და მამები უნდა ჩართონ საომარ მოქმედებებში. სხვის შვილებით მანიპულირებას, ჯერ ცოცხლებით, ხოლო შემდეგ ცხედრებით ამორალურზე უფრო მეტია და სხვა სახელიც ჰქვია.“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება