fbpx

ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია ,,პირველისგან-გელა კვაშილავა

ვაპირებ სამართლებრივად ბრძოლას ტელეკომპანია ,,პირველის” მხრიდან ჩემი პატივისა, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე, – ამის შესახებ ფოთის საქალაქო საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გელა კვაშილავამ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

– რეკლამა –

მისი თქმით, ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში გასული სიუჟეტი იმის შესახებ, რომ გელა კვაშილავას ნარკოტიკული საშუალება გადაქვს, სიცრუეა.

,,მე ვარ გელა კვაშილავა, პოლიციის მაიორი, ფოთის საქალაქო საპატრულოს თანამშრომელი, ათეულის მეთაური. დაახლოებით 10 წელზე მეტია ვმუშაობ პოლიციაში და ღირსეულად ვასრულებ ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობას. მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო და გამოვეხმაურო ტელეკომოანია ,,პირველის” ეთერში 30 იანვარს გასულ სიუჟეტს, სადაც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მე, გელა კვაშილავა ფოთის ქუჩებში გადავაადგილდებოდი ,,მერსედესის” მარკის მანქანით და დამქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არის სიცრუე, არანაირი კავშირი ნარკოტიკულ საშუალებებთან არ მქონია არასდროს, არც ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანა მყავს და არც მითხოვია არასდროს ვინმესგან მსგავსი ტიპის ავტომანქანა.

სიუჟეტის გასვლამდე დამიკავშირდა ტელეკომპანიის წარმომადგენელი და მე მათ განვუმარტე, რომ ამ თემასთან არანაირი კავშირი არ მქონია, ასევე, ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გაშუქდა ჩემი ფოტოსურათი ეთერში და ცრუ ინფორმაცია, თითქოს ნარკოტიკული საშუალების გადატანით ვარ დაკავებული.

მე, გელა კვაშილავას მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლები. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია ,,პირველისგან”, ასევე, ვაპირებ სამართლებრივად ბრძოლას ტელეკომპანია ,,პირველის” მხრიდან ჩემი პატივისა, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე,”- განაცხადა გელა კვაშილავამ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება