fbpx

“ვიდრე ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს? – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს ეხმიანება და მათ მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე უფრო  მკაცრი განცხადებბეი გაავრცელონ.

როგორც ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დროა, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაივიწყოს, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და რეალობა ობიექტურად შეაფასოს.

„მე არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია ივანიშვილის ტირანული რეჟიმის შეფასებებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ევროკავშირს, დაივიწყოს, ტირანი ივანიშვილი რომ საფრანგეთის მოქალაქეა. მათი მოქალაქე იყო, საფრანგეთის კონკრეტულად, ცენტრალური აზიის იმპერატორი ბოკასა, რომელიც ბოლოს აღმოჩნდა კაციჭამია და რომელსაც მაცივარში უპოვეს ბავშვების ხორცი. მაინცდამაინც სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს, ვერ გავიგე და ასე გააგრძელებს ნახევრად ზომიერი განცხადებების კეთებას? ასე აკეთებდა ევროპა მეორე მსოფლიო ომის წინ, როცა ფხანდა და ეფერებოდა დიქტატურებს, პატიობდა დიქტატურებს და დამთავრდა 70 მილიონი ადამიანის მსხვერპლით. თავი უნდა დაანებოს ევროპის კავშირმა პუტინთან და მის ოლიგარქებთან მოფერების პოლიტიკას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მას შემდეგ, რაც 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.ოპოზიციამ საპროტესტო აქციების სერია დაგეგმა. დაკავების დღესვე ოპოზიციამ აქცია გამართა მთავრობის ადმინისტრაციასთან. ხოლო, 26 თებერვალს მასშტაბური აქცია დააანონსეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება