fbpx

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს. „მედიცენტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შპს. „მედიცენტრთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა🟥მიმდინარე წლის 17 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს. „მედიცენტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.🟥მემორანდუმის მიზანია, ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელება, სამსახურის ბენეფიციარებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ორმხრივი ღონისძიებების დაგეგმვა; ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების ერთობლივი, დროული და ადეკვატური უზრუნველყოფა; სამედიცინო სერვისების შეღავათიანი პირობების ხელმისაწვდომობა; სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა.🟥მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ და შპს. “მედიაცენტრის” დირექტორმა, ტარიელ მჭედლიძემ მოაწერს.🟥წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია