fbpx

ვერ აჩერებდნენ კობახიძეს და მდინარაძეს იმუქრებოდნენ გადაცმის დახურვით და ჩემი იმედიდან გაგდებით-ირაკლი წულაია

ტელეკომპანია ,,იმედის ყოფილი თანამშრომელი და გიორგის გახარიას პრესსამსახურის უფროსის ძმა ირაკლი წულაია სოციალურ ქსელში წერს-

 · ირაკლი წულაია-აი ასე იყო ჩემი ამბავი მეგობრებო, არც თანმდებობისთვის ვიბრძვი და არც ვინმეს პოპულარაზიციისთვის. ჩემი ამბავია უბრალოდ.მე გახლავართ ირაკლი წულაია ჰოლონის დამფუძნებელი და აწ უკვე ყოფილი გადაცემა ბიზნეს ქრონიკის და ბიზნესი იმედზე ავტორი, მთავარი პროდიუსერი და წამყვანი, ორი წელი ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებდით საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ბიზნეს გადაცემებს ტელეკომპანია იმედში. მინდა ავღნიშო, რომ ზუსტად ორჯერ ვუსწრებდით რეიტინგით ყველა ბიზნეს გადაცემას საქართველოში. ვითომც და ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური კრიზისის გამო მოგვთხოვეს გადაცემის შეჩერება და ერთ დღეში ისე რომ მადლობაც კი არ გადაუხადეს, 25 თანამშრომელი, გაანთავისუფლეს და დაუხურეს ტელეკომპანიის კარები. მინდა საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე, ეს არ არის ერთი გადაცემის ან ერთი ტელევიზიის საკითხი ეს მთელ ქვეყანას, მედიას და ხელისუფლებაში მოკალათებულ ზღვარ გადასულ პოლიტკოსებს ეხება, რომლებსაც ჩვენი შვილების ბედი აბარიათ. სამი თვის წინ ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება თითქოს და მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ მხოლოდ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ძალისხმევით დათანხმდა ხელისუფლების გადაბარებას, რაზეც მას საჯაროდვე ვუპასუხე შემდეგი ვციტირებ ამონარიდს: ირაკლი კობახიძეს ერთი წუთი არ უბრძოლია სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წინააღმდეგ არ იყო იქ და არ იცის დეტალები. რეალურად სააკაშვილს რომ ეღიარებინა წაგებული არჩვენების შედეგები ამას უამრავი ხალხის წლობით უძილო ღამეები,ოჯახის წევრების საფრთხის წინ დაყენება, ბევრი ჩვენთაგანის ციხეებში ამოკეტვა და უამრავი ადამიანის სიცოცხლეც კი შეეწირათქო. ეს ჩემი პასუხი გამოაქვეყნა ბევრმა სააგენტომ და ვებ გვერდმა, რასაც მოჰყოლია დიდი ამბები ქართული ოცნების ოფისში, თუ როგორ გავბედეე ამის დაწერა იმედის თანამშრომელმა. ვერ აჩერებდნენ კობახიძეს და მდინარაძეს იმუქრებოდნენ გადაცმის დახურვით და ჩემი იმედიდან გაგდებით, რის შემდეგაც დამიკავშირდა იმედის დირექტორი ნიკა ლალიაშვილი და მთხოვა წამეშალა ყველა რესურსიდან ჩემი პასუხი, რადგან ირაკლი კობახიძე და მნდინარაძე ძალაინ უკმაყოფილონი იყვნენ. მე ავუხსენი რომ ჩემი რესურსებიდან ამ მოსაზრებას არ წავშლიდი და რომც წამეშალა უკვე აზრი აღარ ქონდა რადგან გავრცელებული იყო სხვადასხვა მედიების და საინფორმაციო სააგენტოების მიერ, რის შემდეგაც იწყება ჩემი გადაცემის პრობლემები. მიზეზად მოიფქირეს ფინანსური კრიზისი – 25 თანამშრომელი გაუშვეს სალხში და დახურეს გადაცმეა. მე რა თქმა უნდა ვიცოდი რეალური მიზეზი თუმცა მათი ოფიციალური პასუხის განეიტრალებისთვის გავაფორმე სამ თვიანი შეთანხმება იმედთან და დავიწყე სპონსორების მოძიება, რომელიც სრულად მათი საქმე გახლდათ, ამის მიუხედავად სპონსორები მოძიება შევძელი და შევთავაზე გადაცემის და თანამშრომლების დაბრუნება, რამოდენიმე დღის წინ უვკე საბოლოო უარი მივიღეთ. როცა ქვეყნის მართველები ჟურნალისტების ერთ მართალ პასუხზე ასე რეაგირებენ და თვლიან ჩაერიონ ჟურნალისტის საქმიანობაში ამისთვის დახურონ გადაცემა და უსამსახუროდ დატოვონ უამრავი ადამიანი, თქვენ წარმოიდგინეთ რა შეიძლება მოყვეს კრიტიკულ სიუჟეტს ან მთლიან გადაცემას, გამაგებინეთ საბჭოთა საქართველოს ვუბრუნდებით თუ ჩრდილოეთ კორეისკენ მივდივართ ? იმედის ეთერში ჩვენ კრიტიკული სიუჟეტები გაგვიკეთებია საქართველოს პრეზიდენტზე, მინისტრებეზე, მაგრამ ის რაც გაბედა და იკადრა კობახიძე მდინარაძის ტანდმმა არ უკადრია არავის. ეს არ არის მეოგბრებო ის ქვეყნა, რომლის აშენებასაც ჩვენ ვაპირებდით ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ეს არ არის თავისუფალი მედია. რამოდენიმე დღის წინ ასე რომ ამაყობდით რეიტინგებით და მედია გარემოზე განაცხადებებს აკეთებდით. ჩემდა სამწუხაროდ ოცნებამ აირჩია ნაციონალური მოძრაობის გზა და ქვეყანას მიაქანებს ჭაობისკენ, მაგრამ საუკუნეებია ეს ვერავინ მოახერხა და ვერ მოახარეხებთ თქვენც. ჩვენ ვერ დავბურნდებით იქ სადაც ვიყავით 2012 წელს ეს კარგად უნდა გესმოდეთ. ბატონო კახი, კალაძეს მივმართავ იქნებ გააგებინოთ თქვენ პროტეჟე კობახიძეს პოლიტიკა რა ხილია ან აიღეთ პასუხისმგებლობა ამ ურეიტინგო ლიდერის სამარცხვინო ქმედეებზე. მე წლები ვიბრძოდი თავისუფალი სიტყვითვის. ვიყავი ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერიც, მაგრამ რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა ეს პარტია და ქვეყანა სამართავად დარჩა უსახელო და უგვარო პოლიტიკოსებს, რომლებმაც ყოველგვარი ზღვარი გადალახეს და ამისთვის ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს.მინდა მადლობა გადავუხადო იმედის ყველა ღირსეულ თანამშრომელს და ჩემ გუნდს. პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა, ასევე მადლობას გადავუხდი ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომ არა მათი სამარცხვინო ქმედებები არ მექნებოდა შესაძებლობა კიდევ უფრო თავისუფლად მემსაუხრა ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. დემკორატიული საქართველოსთვის, ბრძოლა გრძელდება.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია