fbpx

ვაშინგტონში შოკისმომგვრელ სცენებს ვხედავთ-ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ვაშინგტონში შოკისმომგვრელ სცენებს ვხედავთ. ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივისცემით უნდა მოეკიდონ“, – დაწერა იენს სტოლტენბერგმა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება