fbpx

ვარ ბედნიერი და დიდი პატივი იყო რომ თავდაცვის მინისტრი ვიყავი-ირაკლი ღარიბაშვილი

ჯარი, ეკლესია, პოლიცია და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია – საერთო ეროვნული კონსენსუსი გვჭირდება, რომ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, პოლიტიკური დღის წესრიგი საერთო ეროვნული იდეებისგან გავმიჯნოთ, – ეს განაცხადება პარლამენტში პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯარის, პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია არ შეიძლება და დასძინა, რომ არ უკვირს, ოპონენტებს ასეთი დესტრუქციული პოლიტიკა რომ აქვს.

ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარი ჰყავს.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო თავდაცვის მინისტრად მუშაობა. ერთი წლის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან ვთქვი, რომ მაშინ როცა პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ჯარის განვითარებას სათანადო ყურადღება და დრო ვერ დავუთმე. ზოგადად, ეს სისტემა ისე ვერ შევიგრძენი, როგორც საჭირო იყო. მადლობელი ვარ ჩვენი სამთავრობო გუნდის და ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც საშუალება და შესაძლებლობა მომცა, რომ ჩვენი საამაყო ჯარისთვის მემსახურა. მინდა ამ ტრიბუნიდან თითოეულ ჯარისკაცს გულწფელი მადლობა გადავუხადო – დაწყებული გენერლიდან, რიგითით დამთავრებული. ვარ ბედნიერი და დიდი პატივი იყო, რომ თავდაცვის მინისტრი ვიყავი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის უწყებაში ბევრი რამ გაკეთდა, რასაც ახალი მინისტრი წარმატებით განაგრძობს.

ირაკლი ღარიბაშვილი უმრავლესობის წევრებს სამთავრობო პროგრამას და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საკუთარ ხედვებსა და გეგმებს აცნობს.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღესვე პლენარულ სხდომაზე გავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება