fbpx



ვანო მერაბიშვილი რუსებს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა?! – თეა თუთბერიძის სკანდალური განცხადება

ნიკა გვარამიასთან ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

მათ შორის ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც მერაბიშვილმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები ძმებ ახალაიებთან დაპირისპირების შესახებ და იქვე განაცხადა, რომ 2013 წელს დათა ახალაიას სახელით გავრცელებული წერილი ფეიკი და არაავთენტურია.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამ წერილის ნამდვილობა ბაჩო ახალაიას მეგობარმა, თეა თუთბერიძემ დაადასტურა. ძმები ახალაიების მამამ, როლანდ ახალაიამ კი ამ ეტაპზე ვანო მერაბიშვილზე საუბარი არ ისურვა.

„პრაიმტაიმი“ თეა თუთბერიძეს ესაუბრა:

– დიახ, ბაჩო ახალაია ჩემი მეგობარია. დიდი ხანია პოლიტკურ პერიპეტიებში არ ვარ ჩართული და არ ვიცი, რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს მერაბიშვილს, როცა ახლა ამას ლაპარკობს.

მე, რასაც ვამბობდი მასთან მიმართებაში, დღესაც იმავე აზრზე ვარ.

რამდენიმე ფრანგმენტი მოვისმინე მისი ინტერვიუდან და დაახლოებით ისე გამოუვიდა, რომ ბაჩო ახალაია მისი კადრი ყოფილა. ნუ, ეს სასაცილოა.

მესმის, რომ მას ალბათ არ სურს ამ თემაზე საუბარი, შესაძლოა თავად ახალაიებსაც არ სურდეთ ეს, რადგნ დღეს მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვანო მერაბიშვილმა ძალიან კარგად იცის სინამდვილეში რა იყო და როგორ.

– დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ მერაბიშვილმა ახალაიებთან ბრძოლას გადააყოლა ქვეყანა და ხელისუფლებაო… შენც ასე ფიქრობ?

– დათასთან და ბაჩოსთან ბრძოლას არა, მე უფრო ვიტყოდი, რომ სააკაშვილთან ბრძოლას გადააყოლა და ვინაიდან სააკაშვილის დასაყრდენს წარმოადგენდა ბაჩო, შესაბამისად დათაც, ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც ცდილობდა ახალაიების განეიტრალებას.

– რაში გამოიხატებოდა ეს ბრძოლა?

– ბევრ რამეში. მაგალითად იმის ნაცვლად რომ მერაბიშვილს ეზრუნა ქვეყანაში რუსული საფრთხეების განეიტრალებაზე, ცდილობდა, საკუთარი ოდეერების მეშვეობით ინფორმაცია გაეტანა თავდაცვის სამინისტროდან.

ეს იმ პერიოდში, როდესაც თავდაცვა არ იყო მის კონტროლქვეშ და მინისტრი გახლდათ ბაჩო ახალაია.

საუბარია ისეთ ინფორმაციებზე, რომლიც თავად თავდაცვის მინისტრისთვისაც კი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი და რომელზე წვდომაც მხოლოდ კონკრეტულ პირებს შეიძლება ჰქონოდათ.

რატომ გამოჰქონდა თავდაცვის უწყებიდან საიდუმლო ინფორმაცია? არამგონია ამ ინფორმაციებით ახალციხეში მისი მასწავლებლები ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი.

– ანუ რუსებს აწვდიდა ინფორმაციას?

– რუსებს აწვდიდა და თუ არა, ფაქტი ისაა, რომ სახელმწიფო მისმა ქმედებებმა დაასუსტა. რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ამ ყველაფერს?!

გარდა ამისა, როდესაც ადამიანი დღეს საუბრობს – ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსული საფრთხე და ნიკა გვარამიას ეკითხება – რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ამ საფრთხის გასაინეიტრალებლადო, ძალიან არასერიოზულად გამოიყურება და ბევრ რამეზე მიანიშნებს.

მე ამაზე ვსაუბრობდი წლების წინ. თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც ყველა სხვა უწყებაში იყვნენ ვანოს ოდეერები და როდესაც, ჩემი ინფორმაციით, ბაჩოსთვის ცნობილი გახდა, უწყებიდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ, მან მიიღო კონკრეტული ზომები, რაც გახდა მერაბიშვილის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანების მიზეზი.

მე ვთვლი, რომ ყველა კითხვას საბოლოოდ უნდა გაეცეს პასუხი და არა იმ ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ნიკა გვარამიამ გააკეთა. ეს არ არის საკითხები, რომელებზედაც შეიძლება მხოლოდ ვიმსჯელოთ.

არც მხოლოდ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზეა საუბარი. ამ ყველაფერს სახელმწიფო ინტერესები შეეწირა. შესაბამისად საჭიროა უამრავ კითხვას გაეცეს პასუხი მომავალში.

– დღეს ვანო მერაბიშვილის ფიგურა გააძლიერებს, თუ პირიქით დაასუსტებს ოპოზიციას, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობას“?

– „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი მიმართულებით სჭირდება გაძლიერება. ვანო მერაბიშვილი კი არ უნდა მივიდეს პარტიაში, იქიდან უნდა წავიდეს კიდევ ბევრი ადამიანი და სხვა საქმით უნდა დაკავდნენ.

ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერში წაადგება.

წყარო: primetime.ge

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია