fbpx

ეს ლექსო ლაშქარავა არაა,აფხაზეთის ომის მონაწილის ფოტოა-შორენა სიხრულიძე

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პრეს-სამსახურის თანამშრომელი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე წერს-

ადამიანის გარდაცვალება ყველაზე დიდი ტრაგედიაა, მით უფრო მტკივნეულია, თუ ის ახალგაზრდა და თან შენი კოლეგაა. დარწმუნებული ვარ, დღეს ყველა შეძრულია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მთელს ქვეყანას, რადგან დღეს მთელი საქართველოა ჭირისუფალი! ეს ამბავი ისედაც ტრაგიკულია და ვის რა მიზანი ამოძრავებს, როცა გარდაცვლილზე ამბობს, ომის ვეტერანი იყოო და აფხაზეთის ომის დროს, სერგო ედიშერაშვილის მიერ გადაღებულ ფოტოს რატომ ასაღებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გადაღებულად, ან მასზე გამოსახულ ჯარისკაცს, ლექსო ლაშქარავად, ნამდვილად არ ვიცი და არც მინდა, ამას ჩავუღრმავდე! ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გადავამოწმე ინფორმაცია და ლექსო ჩვენი სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ომის ვეტერანად არ ირიცხება! არც ჩვენს კოლეგებს სმენია რამე მისი 2008 წლის ომში მონაწილეობის შესახებ. რა საჭიროა, ისედაც მძიმე სიტუაციის დამძიმება? ისედაც გულმოკლული მოსახლეობის დაზაფრვა? ჟურნალისტები, ოპერატორები, ისედაც ყოველდღიურ ომში ვართ და სულაც არაა აუცილებელი ტყუილების გავრცელება… იყო თუ არა ლექსო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე, ეს არანაირად არ ცვლის ამ ტრაგედიის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას და ამ მწუხარების და გლოვის დროს მაინც შეიკავეთ თავი დეზინფორმაციის გავრცელებისგან..გარდაცვლილს თუ არა, საკუთარ თავს მაინც ეცით პატივი, ბოლოს და ბოლოს! კიდევ ერთხელ გამოვხატავ ძალიან დიდ მწუხარებას ლექსოს გარდაცვალების გამო… ნათელი დაადგეს მის სულს!P.S. დავუკავშირდით ფოტოს ავტორს, ბატონ სერგო ედიშერაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ფოტო გადაღებულია სენაკში, ქობალიას ჯარი ხობში მიდიოდა და მიყვებოდა გვარდია, რა დროსაც ჩაცუცქული ვნახე ეს ბიჭი და ფოტო გადავუღე, სახელი და გვარი არ მიკითხავს და არ ვიცი, ვინააო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება